თქვენ აქ ხართ
სიახლეები
COVID-19-ის გავლენა ხანდაზმულებზე
კვლევის მიზანია, ერთი მხრივ, ხანდაზმულთა დაინფიცირების პრევენციის მიზნით ქვეყანაში გატარებული ღონისძიებებისა და რეგულაციების შეფასება; ხოლო, მეორე მხრივ, იმ სოციალური გავლენების შესწავლა, რაც ახალმა კორონავირუსმა, ზოგადად, საქართველოში მაცხოვრებელ ხანდაზმულებზე და, მათ შორის,ხანგრძლივი ზრუნვის დაწესებულებებში მყოფ ხანდაზმულებზე მოახდინა.
ლუნა და ციცინათელების პლანეტა - გასაფერადებელი
გასაფერადებელი წარმოადგენს წიგნის “ლუნა და ციცინათელების პლანეტა” ნაწილს, რომელიც მომზადდა პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში. პროგრამა ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით. მისი შინაარსი წარმოადგენს
ორგანიზაციის “ვიზრუნოთ ერთად” პასუხისმგებლობას და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის ხედვას.
ანგარიში მსოფლიო მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ 2020 - შემოკლებული ვერსია
გაეროს მოსახლეობის ფონდის ანგარიში მსოფლიო მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ 2020 - შემოკლებული ვერსია
ანგარიში მსოფლიო მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ 2020
გაეროს მოსახლეობის ფონდის ანგარიში მსოფლიო მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ 2020
კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება
წინამდებარე ანგარიში ეფუძნება საერთაშორისო კვლევის „კაცები და გენდერული ურთიერთობები“ მეთოდოლოგიას და განხილულია რესპონდენტების მხრიდან აღქმისა და ქცევების ცვლილების დინამიკა 2013 წლის შემდეგ, როდესაც IMAGES-ს საქართველოში პირველად გამოქვეყნდა.
კვლევა მომზადებულია გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.
სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის
პროგრამას „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 6 სააგენტო (UNFPA, UNICEF, WHO, UNDP, UN Women, OHCHR) 2020 წლის დასაწყისიდან ახორციელებს მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის მხარდაჭერით.
აივ ინფექცია და COVID-19
რა უნდა იცოდნენ აივ-ით მცხოვრებმა ადამიანებმა აივ ინფექციის და COVID-19 -ის შესახებ
სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა საქართველოში
2018 წლის საქართველოს მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის მონაცემების სიღრმისეული ანალიზი.
COVID-19 - რეკომენდაციები და რჩევები ხანდაზმულებისათვის
წინმდებარე პუბლიკაციაში შესულია COVID-19-თან დაკავშირებული რეკომენდაციები და რჩევები ხანდაზმულებისათვის. მასში მოცემულია ზოგადი ინფორმაცია COVID-19-ის რაობაზე და მისი გავრცელების გზებზე, რასაც მოსდევს ძირითადი რჩევები ხანდაზმულებისათვის, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი კორონავირუსის ამ ახალი შტამით ინფიცირების რისკის შესამცირებლად და, ასევე, სამედიცინო დახმარების ან მხარდაჭერის საჭიროების შემთხვევაში.
ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინება საქართველოში
წინამდებარე დოკუმენტი ინფორმაციას გვაძლევს ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების შესახებ საქართველოში და გვთავაზობს რეკომენდაციებს ამ საზიანო პრაქტიკის პრევენციასა და აღმოფხვრასთან დაკავშირებით.