თქვენ აქ ხართ

ჩვენ შესახებ

უფლებებისა და არჩევანის უზრუნველყოფა ყველასათვის 1969 წლიდან.

UNFPA - გაეროს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტოს მიზანია:

  • დასრულდეს ოჯახის დაგეგმვის სერვისის დეფიციტი;
  • დასრულდეს დედათა სიკვდილიანობა;
  • დასრულდეს ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა და საზიანო პრაქტიკები.

ამ მიზნების მისაღწევად, UNFPA:

  • უზრუნველყოფს ქალებისა და ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურებას 150-ზე მეტ ქვეყანაში.
  • აწვდის სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარებას ორსულ ქალებს, განსაკუთრებით კი იმ ერთ მილიონ ქალს, რომელსაც ყოველთვიურად უწევს სიცოცხლისთვის სახიფათო გართულებების პირისპირ დგომა.
  • ხელმისაწვდომს ხდის თანამედროვე კონტრაცეპტივებს 20 მილიონზე მეტი ქალისათვის.
  • იბრძვის გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის აღმოფხვრისათვის, რაც ყოველ მესამე ქალს ეხება.
  • იღწვის იმ 70 მილიონი გოგოსთვის, რომელიც შემდგომ ხუთ წელიწადში 18 წლის ასაკის მიღწევამდე დაქორწინების საფრთხის წინაშე დადგება.
  • ადვოკატირებს ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრას, რომლის მსხვერპლიც, ყოველწლიურად, 3 მილიონი გოგო ხდება.
  • ამარაგებს კონფლიქტისა და სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულებს უსაფრთხო მშობიარობისთვის აუცილებელი აღჭურვილობით და პირველადი მოხმარების ნაკრებებით, ასევე სასიცოცხლო მნიშვნელობის სხვა ინვენტარით.

 

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქმიანობა საქართველოს დასახმარებლად 1993 წლიდან იწყება. თავდაპირველ მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობის დახმარება თანამედროვე კონტრაცეპტივების მიწოდების პროექტის ფარგლებში, რეპროდუქციული ჯანმრთელობის ძირითადი პრობლემების მოსაგვარებლად. 

სრულმასშტაბიანი ოფისი გაეროს მოსახლეობის ფონდმა საქართველოში 1999 წელს გახსნა. ამ დროიდან, საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და დონორებთან პარტნიორობით, გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგრამები გაფართოვდა კაიროს მოსახლეობისა და განვითარების კონფერენციის სამოქმედო პროგრამის, ათასწლეულის განვითარების მიზნებისა და მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მესამე ეროვნული პროგრამა საქართველოსთვის (2016-2020) მორგებულია ქვეყნის საჭიროებებზე და პრიორიტეტებზე სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, მოსახლეობის დინამიკისა და გენდერული თანასწორობის სფეროებში ძირითად საკვანძო საკითხებზე  კონცენტრირების გზით. დახმარების სფერო მოიცავს საკითხთა ფართო ჩამონათვალს, მათ შორის, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხარისხიან ინფორმაციასა და მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, გენდერული თანასწორობისა და რეპროდუქციული უფლებების გაძლიერებას და დახმარებას მოსახლეობის დინამიკის შესახებ ხარისხიანი მონაცემების და მათი ანალიზის შესაძლებლობის განვითარებაში მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შექმნის მიზნით.