თქვენ აქ ხართ
სიახლეები
მოსახლეობის დაბერება და ხანდაზმულები საქართველოში - 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებზე დაფუძნებული მიმოხილვა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურსა (საქსტატი) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისს აქვს პატივი წარმოგიდგინოთ საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების ანალიზის საფუძველზე შექმნილი მონოგრაფია სახელწოდებით: მოსახლეობის დაბერება და ხანდაზმულები საქართველოში.
2014 წლის აღწერის შედეგად მიღებულ იქნა უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნების, მათი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საარსებო წყაროების, საცხოვრისების და სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ. წინამდებარე მონოგრაფია იყენებს რა 2014 წლის აღწერის შედეგებს, შეისწავლის ზემოაღნიშნულ პროცესებს მოსახლეობის დაბერების ჭრილში და ავლენს ხანდაზმულთა სიტუაციას ქვეყანაში.
2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების ანალიზი გენდერულ ჭრილში
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი წარმოგიდგენთ 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების ანალიზის საფუძველზე შექმნილ მონოგრაფიას სახელწოდებით: 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების ანალიზი გენდერულ ჭრილში.
2014 წლის აღწერის შედეგად მიღებულ იქნა უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნების, მათი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, არსებობის საშუალებათა წყაროების, საცხოვრისების და სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ. მოსახლეობის 2014 წლის აღწერის შედეგებზე დაყრდნობით წინმდებარე მონოგრაფია აანალიზებს ქორწინებას, შობადობას, განათლებას, შეზღუდულ შესაძლებლობებს, მიგრაციას, სახელმწიფო ენის ფლობას, შინამეურნეობის შემადგენლობასა და ეკონომიკურ აქტიურობას გენდერულ ჭრილში.
უფასო კონტრაცეპციის ხარჯები
წინამდებარე პოლიტიკის მიმოხილვაში შეფასებულია 2017-2019 წლებში საქართველოში კონტრაცეფციის საშუალებების უფასო მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯები.
ინვესტიცია ოჯახის დაგეგმვაში
პოლიტიკის მიმოხილვა - ინვესტიცია ოჯახის დაგეგმვაში ოჯახის ჰარმონიულობისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით.
ანგარიში მსოფლიოს მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ 2017
დაყოფილი მსოფლიო: რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები უთანასწორობის ხანაში
გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა და ექიმების როლი ამ პრაქტიკის პრევენციაში
ანგარიში მსოფლიოს მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ 2016
ადრეული ქორწინება, მოზარდობის ასაკში ორსულობა და გენდერული უთანასწორობის სხვა ღრმად ფესვგადგმული გამოვლინებები საფრთხეს უქმნის გოგონების ჯანმრთელობას და უფლებებს და რისკის ქვეშ აყენებს მსოფლიოს განვითარების ამბიციურ დღის წესრიგს.
საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია
საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ.
საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია
საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ.
იცხოვრე ნარკოტიკების გარეშე
გამოცემა მომზადდა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.