Go Back Go Back
Go Back Go Back

UNFPA-ის 6 ღონისძიება ევროპის დღეზე, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

UNFPA-ის 6 ღონისძიება ევროპის დღეზე, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

Story

UNFPA-ის 6 ღონისძიება ევროპის დღეზე, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

calendar_today 08 მაისი 2024

Europe Day poster with European Union and UNFPA logos on top left and a helicopter in the middle and texts on its right and left
ილუსტრაცია: თათია ნადარეიშვილი/UNFPA

2024 წლის 11 მაისს, ექსპო ჯორჯიაში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროპის დღეს მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნავს. მეორე წელია, ევროპის დღეზე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი ინფორმაციულ, გასართობ და შემეცნებით პროგრამას წარმოგიდგენთ ბავშვების, მშობლებისა და ახალგაზრდებისთვის.

გიამბობთ ჩვენი ღონისძიებების შესახებ, რომელიც ევროპის დღეზე დაგხვდებათ და რომელიც არ უნდა გამოტოვოთ:

1. თოჯინური სპექტაკლი "ლუნა და ციცინათელების პლანეტა” 

სად: მე-3 პავილიონთან მდებარე ჯადოსნურ კარავში
როდის: 13.00, 15.00 და 17.00 საათზე

ბოლოს როდის იყავით თოჯინურ სპექტაკლზე? თუ გსურთ, ცოტა ხნით ბავშვობაში დაბრუნდეთ, ჩვენს ჯადოსნურ კარავში გეპატიჟებით საბავშვო თოჯინურ სპექტაკლზე "ლუნა და ციცინათელების პლანეტა".

თოჯინური სპექლაკლი 2022 წელს შეიქმნა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით.

A bunch of children and adults sitting on the carpet watching a puppet show
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

„ლუნა და ციცინათელების პლანეტა“ განკუთვნილია 7-10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და მათი მშობლებისათვის და მოგვითხრობს ერთი ოჯახის ამბავს, რომლის გარშემოც ჯადოსნური თავგადასავლები ხდება. მშობლები შვილების აღზრდის პასუხისმგებლობასა და საოჯახო საქმეებს თანაბრად ინაწილებენ, მხარს უჭერენ და აძლიერებენ შვილებს, რადგან სჯერათ, რომ თითოუელი მათგანი უნიკალური და განსაკთრებულია, განურჩევლად სქესისა. სპექტაკლის შინაარსი პატარა მაყურებლებს და მათ მშობლებს შეახსენებს, რომ უახლოეს ადამიანებზე ყოველდღიური ზრუნვა და საერთო გამოწვევებთან გამკლავება ამ ოჯახის ბედნიერებისა და ჰარმონიის საფუძველია.

სპექტაკლის რეჟისორია ტატო გელიაშვილი. პიესაზე მწერალმა და დრამატურგმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ იმუშავა, დათო გორგილაძის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით. მარიონეტების ავტორი კი არმენ ოგანეზიანია.

სპექტაკლი ნაწილია კამპანიის „ნუ განასხვავებ, გოგოც და ბიჭიც შენი მომავალია“, რომლის ფარგლებშიც გაეროს მოსახელეობის ფონდი (UNFPA) შეახსენებს ყველას, რომ გოგოც და ბიჭიც თანაბრად ღირებული და ძვირფასია თავიანთი ოჯახებისთვის, თემისთვისა და ქვეყნისთვის.

A red-hat baby looking inside a blue magic tent with yellow stars
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

2. ბორდგეიმი "პერსონა" - ვთამაშობთ სტერეოტიპების წინააღმდეგ

სად: მე-11 პავილიონში
როდის: 13.00, 14.00, 17.00 და 18.00 საათზე

ოდესმე თუ გიცდიათ, თავი სხვა ადამიანის ადგილას წარმოგედგინათ? ან თუ გიფიქრიათ, რა სირთულეებს და გამოწვევებს აწყდებიან ის ადამიანები, რომლებსაც შესაძლოა, ყოველდღე ხვდებით, მაგრამ მათ შესახებ ბევრი არაფერი იცით? ან ისინი, რომლებიც არასოდეს გინახავთ და მაინც ძალიან გგვანან?

სამაგიდო თამაშების მოყვარულებს, გამომცემლობა პალიტრა L-თან  და “ბიჯი ერა გეიმსთან” თანამშრომლობით, ჩვენი ბორდგეიმის - “პერსონას” სათამაშოდ გელოდებით, რომელსაც თინეიჯერების საყვარელი კონტენტ კრეატორი ელენიკო ფოქსი უმასპინძლებს.  

Boxes of board game named Person
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

სამაგიდო თამაში "პერსონა" შეიქმნა 2023 წელს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით, გამომცემლობა "პალიტრა L"-თან და "ბიჯი ერა გეიმსთან" თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით. 

„პერსონა“ სამაგიდო თამაშია, რომელიც საშუალებას მოგცემთ, ადამიანები ჩარჩოებს მიღმა დაინახოთ და ამავდროულად, აღმოაჩინოთ და გააანალიზოთ, რა გავლენას ახდენს გენდერული სტერეოტიპები ჩვენს ყოველდღიურობაზე. 

ვითამაშოთ სტერეოტიპების წინააღმდეგ!

Young people playing a board game called Person
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

3. დაუსვი კითხვა ექიმს

სად: მე-11 პავილიონში
როდის: 14.00 საათზე

გსმენიათ ტელემედიცინის, ანუ ციფრული მედიცინის შესახებ საქართველოში? გსურთ, მიიღოთ კომპეტენტური რჩევა ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს წამყვანი გინეკოლოგისგან? ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის #WHO სტენდთან გინეკოლოგი მაკა ჩიქოვანი დაგხვდებათ და თქვენს შეკითხვებს უპასუხებს.

Doctor Maka Chikovani wearing a white lab coat is standing in a gynecology room
გინეკოლოგი მაკა ჩიქოვანი. ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA),  ჯანმრთელობის  მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO), გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და გაეროს პროექტების ოფისთან (UNOPS) ერთად, ევროკავშირის მხარადჭერით, მხარდაჭერას უწევენსაქართველოს მთავრობას ტელემედიცინის განვითარებაში. 

ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი მიზანია, რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისები, მათ შორის, სკრინინგ პროგრამები, კიდევ უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის. 

4. რა დევს მამის ჩანთაში? - ვორქშოფი მამებისთვის

სად: მე-11 პავილიონში
როდის: 15.00 საათზე

ალბათ, გსმენიათ დედის ჩანთის შესახებ, სადაც ქალები ახალშობილისთვის საჭირო ნივთებს უყრიან თავს. იცოდით, რომ მამის ჩანთაც არსებობს? თუ გაინტერესებთ, რა დევს მამის ჩანთაში “მამების სკოლის” ფასილიტატორის, გიორგი ლიპარიშვილის ვორქშოფი არ უნდა გამოტოვოთ. 

UNFPA, ორგანიზაციასთან “ვიზრუნოთ ერთად”, კამპანიის “კაცები ზრუნავენ” ფარგლებში, წლებია მხარს უჭერს თანასწორ მშობლობას და შვილზე ზრუნვასა და საოჯახო საქმების გადანაწილებაში კაცების ჩართულობას. 

სწორედ ამ მიზნით გაიხსნა 2021 წელს საქართველოში პირველი "მამების სკოლა" თბილისსა და ქუთაისში, რომელიც 100-ზე მეტ მამას აერთიანებს. 

მე-11 პავილიონში, ჩვენთან მოსულ ყველაზე პატარა სტუმრებს UNFPA-სა და "პალიტრა L"-ის თანამშრომლობით მომზადებული გასაფერადებლებიც დახვდებათ. 

A baby sitting with her mom is painting
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

5. რაზე ვლაპარაკობთ, როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ? 

სად: მე-6 პავილიონში
როდის: 16.00 საათზე

პანელური დისკუსია “რაზე ვლაპარაკობთ, როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ” მიზნად ისახავს იმ საერთო ღირებულებების შესახებ მსჯელობას, რაც ჰარმონიული ურთიერთობებისთვისაა საჭირო. 

დისკუსიის სპიკერები UNFPA-ის მეგობრები და ყველასთვის კარგად ნაცნობი მწერლები ნესტან (ნენე) კვინიკაძე და ალექსანდრე ლორთქიფანიძე, მსახიობი კახა კინწურაშვილი და UNFPA-ს კომუნიკაციების და პარტნიორობის ანალიტიკოსი სალომე ბენიძე იქნებიან. დისკუსიას მოდერაციას მწერალი და ტელეწამყვანი დათო გორგილაძე გაუწევს. 

გელით, ვისაუბროთ თანასწორი მშობლობის, მოვალეობების განაწილების და ჰარმონიუილი ურთიერთობების შესახებ.

A poster announcing a talk called What we talk about when we talk about love led by UNFPA Georgia
ილუსტრაცია: European Union in Georgia

6. კომიქსი “უჩინარი” - სამოყვარულო გაგრძელება

სად: მე-4 პავილიონში
როდის: 17.00 საათზე

ფენტეზისმოყვარულ თინეიჯერებს ჩვენი ინოვაციური კომიქსის “უჩინარის” სამოყვარულო გაგრძელების კონკურსის დაჯილდოებაზე ველით. 

„უჩინარი“ კულტურულად მგრძნობიარე და ასაკზე მორგებული კომიქსია, რომელიც 13-16 წლის გოგოებისა და ბიჭებისთვის შეიქმნა 2022 წელს გამომცემლობა "პალიტრა L-თან” თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით.

Three adolescent girls standing together, reading a comic book named Invisible
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

ეს არის ამბავი გოგოზე, რომელიც სირთულეებს არ უშინდება და თითქოს პატარა, უმნიშვნელო ნაბიჯებით ცდილობს სტერეოტიპების დაძლევას და უთანასწორო გარემოს უკეთესობისკენ შეცვლას. ეს ამბავი კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს, რომ სამყაროში არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც მეგობრობა, სიყვარული და სამართლიანობა ვერ გადალახავს.

კომიქსის ავტორია მართა ურუშაძე, ილუსტრაციები კი თათია ნადარეიშვილს ეკუთვნის. სცენარზე იმუშავეს მართა ურუშაძემ და მიხეილ ციხელაშვილმა.

A cover of comic book named Invisible with a teenage girl holding her pet
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA
შემოგვიერთდით „ექსპო ჯორჯიაში”, აღნიშნეთ ევროპის დღე ჩვენთან ერთად და გაიგეთ მეტი გაეროს მოსახლეობის ფონდის და ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ საქართველოში. 

ევროპის დღის ღონისძიებები ღორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით, პროგრამების “გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში”, „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ და “საქართველოში COVID-19 პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირება ტელემედიცინისა და ციფრული სამედიცინო ტექნოლოგიების საშუალებით“ ფარგლებში.
 

Related Content