Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

"უჩინარი“ – UNFPA და „პალიტრა L” თანასწორობის თემაზე შექმნილ კომიქსს წარადგენენ

"უჩინარი“ – UNFPA და „პალიტრა L” თანასწორობის თემაზე შექმნილ კომიქსს წარადგენენ

News

"უჩინარი“ – UNFPA და „პალიტრა L” თანასწორობის თემაზე შექმნილ კომიქსს წარადგენენ

calendar_today 06 December 2022

Head of UNFPA Co Lela Bakradze addressing the audience during the comic book presentation
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

5 დეკემბერს "ფაბრიკაში" გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და გამომცემლობა პალიტრა L-ის თანამშრომლმობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი კომიქსის "უჩინარი"-ს პრეზნეტაცია გაიმართა.

14 წლის ნინი თავგადასავლებზე ოცნებობს, თუმცა ცვლილებების შიში მის ცხოვრებას სრულიად ჩვეულებრივსა და ერთფეროვანს ხდის. ერთ საღამოს, როდესაც საძინებლის ფანჯრიდან უცნაურ არსებას დაინახავს, მოულოდნელად ყველაფერი იცვლება; ნინი ჯადოსნურ თავგადასავალში ეხვევა და ახალი მეგობრის დახმარებით, საკუთარ თავში მანამდე უჩინარ, დიდ ძალას აღმოაჩენს. 

„უჩინარი“ არის ამბავი გოგოზე, რომელიც სირთულეებს არ უშინდება და თითქოს პატარა, უმნიშვნელო ნაბიჯებით ცდილობს უთანასწორო გარემოს უკეთესობისკენ შეცვლას. ეს ამბავი კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს, რომ სამყაროში არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც მეგობრობა, სიყვარული და სამართლიანობა ვერ გადალახავს.

A comic book "Invisible"
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

„უჩინარი“ კულტურულად მგრძნობიარე და ასაკზე მორგებული კომიქსია, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ თანამშრომლობით და ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა 13-დან 16 წლამდე ასაკის გოგოებისა და ბიჭებისთვის. 

კომიქსის ავტორია მართა ურუშაძე, ილუსტრაციები კი თათია ნადარეიშვილს ეკუთვნის. სცენარზე იმუშავეს მართა ურუშაძემ და მიხეილ ციხელაშვილმა. 

შეუძლებელია, ჩვენმა გოგონებმა კომიქსის მთავარ გმირში, რაღაც ნიშნით მაინც, საკუთარი თავი ან უახლოესი მეგობარი არ ამოიცნონ; რეალობაში არ შესწრებოდნენ ნინის მიმართ ოჯახსა თუ სკოლაში დამოკიდებულების ანალოგს. მრავალი უჩინარი გოგონას ანარეკლია ნინი, მათი ხმაა, მათი გულისთქმის გამხმოვანებელია. ალბათ რამდენი გოგონა ოცნებობს ნინის მსგავსად უპრობლემო, წყნარ ბავშვად კი არ უცქერდნენ, არამედ იმ თავდაჯერებულ გოგონად მიიჩნევდნენ, რომელსაც დიდ და ხიფათიან თავგადასავალში არა მარტო საკუთარი თავის დაცვა შეუძლია, არამედ მეგობრების და თვით სამყაროს გადარჩენაც კი“, – ვკითხულობთ მწერალ ნატო დავითაშვილის ბოლოთქმაში. 

კომიქსი ნაწილია კამპანიისა „ნუ განასხვავებ, გოგოც და ბიჭიც შენი მომავალია“, რომლის ფარგლებშიც გაეროს მოსახელეობის ფონდი (UNFPA) შეახსენებს ყველას, რომ გოგოც და ბიჭიც თანაბრად ღირებული და ძვირფასია თავიანთი ოჯახებისთვის, თემისა და ქვეყნისთვის.

კომიქსი მომზადდა პროგრამის „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.

Authors of the comic book stand in front of a box with the illustration
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

ავტორების შესახებ:

მართა ურუშაძე - მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი. დაიბადა 1993 წელს. დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, მხატვრული კინოს რეჟისურის მიმართულებით. გადაღებული აქვს სამი მოკლემეტრაჟიანი ფილმი. 2019 წელს გამოიცა მისი სადებიუტო რომანი „მეხამრიდი.“ ცხოვრობს და მუშაობს თბილისში.

თათია ნადარეიშვილი - ილუსტრატორი. დაიბადა 1988 წელს. 2009 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ბაკალავრიატი, ილუსტრაციის მიმართულებით, 2011 წელს - მაგისტრატურა სარეკლამო გრაფიკის მიმართულებით. 2009-2016 წლებში იყო წიგნის ხელოვნების ცენტრის წევრი. მუშაობს საბავშვო წიგნებზე. მისი წიგნები გამოცემულია რამდენიმე ენაზე. ასევე, სხვადასხვა პროექტებზე თანამშრომლობს გამომცემლობებთან და ორგანიზაციებთან. 2016 წლიდან სტუდია „ილუსტრატორის“ თანადამფუძნებელია. ამჟამად თავისუფალი ილუსტრატორია. ცხოვრობს და მუშაობს თბილისში.

მიხეილ ციხელაშვილი - მწერალი, მთარგმნელი და კომიქსების რედაქტორი. დაიბადა თბილისში 1992 წელს. განათლებით ხელოვნებათმცოდნე და კულტურის მენეჯერი 7 წლის განმავლობაში მუშაობდა ქართულ საგამომცემლო ინდუსტრიაში. მის პროექტებს შორის არის „პერსეპოლისი“, „MAUS“ „გრაფიკული რომანი: ვეფხისტყაოსანი“ და სხვა. ამჟამად ცხოვრობს პორტუგალიაში.