2023 წლის 14 სექტემბერს, „ფაბრიკას“ საკონფერენციო სივრცეში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა, გამომცემლობა „პალიტრა L”-თან და „ბი ჯი ერა გეიმსთან“ თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით, სამაგიდო თამაშის „პერსონა“ პრეზენტაციას უმასპინძლა.
ოდესმე თუ გიცდიათ, თავი სხვა ადამიანის ადგილას წარმოგედგინათ? ან თუ გიფიქრიათ, რა სირთულეებს და გამოწვევებს აწყდებიან ის ადამიანები, რომლებსაც შესაძლოა, ყოველდღე ხვდებით, მაგრამ მათ შესახებ ბევრი არაფერი იცით? ან ისინი, რომლებიც არასოდეს გინახავთ და მაინც ძალიან გგვანან?
„პერსონა“ სამაგიდო თამაშია, რომელიც საშუალებას მოგცემთ, ადამიანები ჩარჩოებს მიღმა დაინახოთ და ამავდროულად, აღმოაჩინოთ და გააანალიზოთ, რა გავლენას ახდენს გენდერული სტერეოტიპები ჩვენს ყოველდღიურობაზე.
„პერსონა“ არის სამაგიდო თამაში იმ ყველაფერზე, რაც გვაშორებს და რაც გვაერთიანებს.
სამაგიდო თამაში "პერსონა" მომზადდა პროგრამის “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.
ნახეთ ვიდეო, სადაც ახსნილია სამაგიდო თამაშის "პერსონა" წესები
ითამაშეთ სტრეოტიპების წინააღმდეგ!