Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

საბავშვო სპექტაკლის „ლუნა და ციცინათელების პლანეტა“ ჩვენება მარნეულის კულტრის ცენტრში

საბავშვო სპექტაკლის „ლუნა და ციცინათელების პლანეტა“ ჩვენება მარნეულის კულტრის ცენტრში

News

საბავშვო სპექტაკლის „ლუნა და ციცინათელების პლანეტა“ ჩვენება მარნეულის კულტრის ცენტრში

calendar_today 16 September 2022

A scene from the puppet show where parents and their daughter are approaching a two-store house with their car full of baggage
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

15 სექტემბერს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, თოჯინური სპექტაკლის „ლუნა და ციცინათელების პლანეტა” ჩვენება გაიმართა.

In a scene from the puppet show, a family is standing on a bridge. There is a car too
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

სპექტაკლის რეჟისორია ტატო გელიაშვილი. პიესაზე მწერალმა და დრამატურგმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ იმუშავა, დათო გორგილაძის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით. მარიონეტების ავტორი კი არმენ ოგანესიანია.

„ლუნა და ციცინათელების პლანეტა“ განკუთვნილია 7-10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და მათი მშობლებისათვის და მოგვითხრობს ერთი ოჯახის ამბავს, რომლის გარშემოც ჯადოსნური თავგადასავლები ხდება. მშობლები შვილების აღზრდის პასუხისმგებლობასა და საოჯახო საქმეებს თანაბრად ინაწილებენ, მხარს უჭერენ და აძლიერებენ შვილებს, რადგან სჯერათ, რომ თითოუელი მათგანი უნიკალური და განსაკთრებულია, განურჩევლად სქესისა. სპექტაკლის შინაარსი პატარა მაყურებლებს და მათ მშობლებს შეახსენებს, რომ უახლოეს ადამიანებზე ყოველდღიური ზრუნვა და საერთო გამოწვევებთან გამკლავება ამ ოჯახის ბედნიერებისა და ჰარმონიის საფუძველია.

Children sitting on a carpet
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

სპექტაკლი ნაწილია კამპანიის „ნუ განასხვავებ, გოგოც და ბიჭიც შენი მომავალია“, რომლის ფარგლებშიც გაეროს მოსახელეობის ფონდი (UNFPA) შეახსენებს ყველას, რომ გოგოც და ბიჭიც თანაბრად ღირებული და ძვირფასია თავიანთი ოჯახებისთვის, თემისთვისა და ქვეყნისთვის. UNFPA-სა და მარნეულის კულტურის ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სპექტაკლის წარმოდგენები მარნეულის მუნიციპალიტეტის ფარგლებსა და მის გარეთ, ადგილობრივი თემების სკოლებსა და ბაღებში გაიმართება.

სპექტაკლი „ლუნა და ციცინატელების პლანეტა“ მომზადდა პროგრამის “ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით. 
port of the European Union.