წინამდებარე ანგარიში ემყარება, ხანდაზმულ პირებს შორის მარტოობის შესწავლის მიზნით 2021 წლის ზაფხულში წარმოებულ მულტინაციონალურ კვლევას, რომელიც ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეულ, ხშირად, რთულ პირობებში, ჩატარდა აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ექვს ქვეყანაში. კვლევის ტექნიკურ მხარეზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორი ტარა კეკი, ხოლო კვლევის ორგანიზებას ხელმძღვანელობდა ჟელკო ბლაგოევიჩი, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ბოსნია და ჰერცოგოვინას ოფისის წარმომადგენელი. კვლევაში მონაწილე ქვეყნებსა და ტერიტორიებზე არსებული გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ქვეყნის ოფისები აქტიურად იყვნენ ჩართული საველე კვლევების წარმოებაში და შესაბამისი კომენტარების მოწოდების საქმეში, ხოლო გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისი კოორდინირებას უწევდა კვლევასთან დაკავშირებულ პროცესებსა და ხელმძღვანელობდა წინამდებარე ანგარიშის მომზადებას.
პუბლიკაციები
მარტოობა და სოციალური იზოლაცია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მცხოვრებ ხანდაზმულ პირებში
გვერდების რაოდენობა: 52
გამოქვეყნების თარიღი: 28 იანვარი 2022
ავტორი: ტარა კეკი, დოქტორი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ნეირომეცნიერების, ფიზიოლოგიისა და ფარმაკოლოგიის დეპარტამენტ