Go Back Go Back
Go Back Go Back

მარტოობა ხანდაზმულებში - კვლევის ანალიტიკური ანგარიში საქართველო - 2021წ.

მარტოობა ხანდაზმულებში - კვლევის ანალიტიკური ანგარიში საქართველო - 2021წ.
მარტოობა ხანდაზმულებში - კვლევის ანალიტიკური ანგარიში საქართველო - 2021წ.

Publisher

Number of pages

56

Author

იაგო კაჭკაჭიშვილი; ანა პაპიაშვილი

Publication

მარტოობა ხანდაზმულებში - კვლევის ანალიტიკური ანგარიში საქართველო - 2021წ.

Publication date

06 October 2022

Download Icon

2014 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით, ხანდაზმული - 65 წლისა და უფროსი ასაკის - მოსახლეობის წილი საქართველოს მთლიან მოსახლეობაში 14.3%-ს შეადგენდა (რიცხობრივად ეს მაჩვენებელი შეესაბამება 530 000 პირს). 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობა წარმოადგენს ერთადერთ ასაკობრივ ჯგუფს, რომლის რიცხოვნობაც გაიზარდა მოსახლეობის 1989 წლის აღწერის შემდგომ პერიოდში (1989 წელს აღრიცხულია 478 000 პირი). ამ ჯგუფის რიცხოვნობა არ შემცირებულა 2002 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის შემდეგ (აღნიშნული აღწერის პერიოდში მათი რიცხოვნობა შეადგენდა 529 000 პირს).

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში უკანასკნელი ოცდაათი წლის განმავლობაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა, მოსახლეობის რიცხოვნობა თითქმის ერთი მესამედით შემცირდა, ხოლო საქართველოდან ემიგრირებულ პირებს ყველაზე ნაკლებად წარმოადგენენ ხანდაზმულები (65 +), იკვეთება მოსახლეობის დაბერების ტენდენცია.1 მარტოობის პრობლემა მწვავდება ხანდაზმულებში (65 და მეტი წლის ადამიანებში) და კიდევ უფრო იკვეთება მსოფლიოში მოსახლეობის დაბერების ტენდენციის ფონზე. თავის მხრივ, მარტოობა რისკ-ფაქტორად იქცევა რიგი დევიაციებისთვის, როგორებიცაა: გაუარესებული ფიზიკური ჯანმრთელობა, მენტალური დარღვევები (სტრესი, დეპრესია და სხვა ფსიქიკური აშლილობები), სიკვდილიანობა (მათ შორის, სუიციდით გამოწვეული) და ა.შ.

როგორც მკვლევრები აღნიშნავენ (Gierueld, Tilburg, Dykstra, 2006), მარტოობის ბუნების გასაგებად მნიშვნელოვანია ინდივიდუალურ და კონტექსტუალურ დონეზე მახასიათებლების გათვალისწინება. ამ უკანასკნელში მოიაზრება სოციალურ-კულტურული ფაქტორები და ინდივიდის გარემოს სოციალურ-სტრუქტურული თავისებურებები.