Go Back Go Back
Go Back Go Back

UNFPA-სა და TIKA-ს მხარდაჭერით, ეროვნულ სკრინინგ ცენტრს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული გინეკოლოგიური სკამები და ჰისტეროსკოპი გადაეცათ

UNFPA-სა და TIKA-ს მხარდაჭერით, ეროვნულ სკრინინგ ცენტრს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული გინეკოლოგიური სკამები და ჰისტეროსკოპი გადაეცათ

News

UNFPA-სა და TIKA-ს მხარდაჭერით, ეროვნულ სკრინინგ ცენტრს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული გინეკოლოგიური სკამები და ჰისტეროსკოპი გადაეცათ

calendar_today 29 January 2025

Four men installing accessible chairs at the National Screening Center
Photos: Dina Oganova/UNFPA

24 იანვარს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) პარტნიორობის ფარგლებში, ეროვნულ სკრინინგ ცენტრს 4 ადაპტირებული გინეკოლოგიური სკამი და ჰისტეროსკოპი გადაეცა. 

Two men unboxing an accessible chair

სპეციალური მექანიზმის მეშვეობით, ეროვნული სკრინინგ ცენტრისთვის გადაცემული ადაპტირებული სკამები, საშუალებას მისცემს როგორც შშმ პაციენტებს, გადაადგილების თუ მოძრაობის სირთულეების მქონე ქალებს, მათ შორის, ხანდაზმულებს, ისარგებლონ სკრინინგის პროგრამით სხვებთან თანასწორად და შეძლონ საშვილოსნოს ყელის კიბოს დროული დიაგნოსტიკა და პრევენცია. 

UNFPA და TIKA შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად ერთიანდებიან

საქართველოში  რეგისტრირებული 131,803 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ცხოვრობს, რომელთაგან 49, 727 ქალები და გოგოები არიან.  UNFPA-სა და TIKA-ს ერთობლივი ინიციატივა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს შშმ ქალების წვდომას საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგზე და, ზოგადად, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე საქართველოში. 

Men assembling an accessible gynecologic chair

“UNFPA-სა და TIKA-ს თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისათვის, რომ  არავინ დარჩეს განვითარების პროცესს მიღმა და ყველას ჰქონდეს თანაბარი წვდომა ხარისხიან სერვისებზე. ეს არის შესაძლებლობა, რომ განვახორციელოთ სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი ინიციატივები და მხარი დავუჭიროთ ქალებისა და გოგოების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას საქართველოში” - გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, მარიამ ბანძელაძე. 

“ქალების, განსაკუთრებით შშმ ქალების, ჯანმრთელობის დაცვით, გვსურს, წვლილი შევიტანოთ უფრო ნათელი და ჯანსაღი მომავლის შექმნაში. ჩვენთვის პატივია UNFPA-თან თანამშრომლობა ქალების ჯანმრთელობისა და უფლებების გასაუმჯობესებლად" - TIKA-ს თბილისის ოფისის კოორდინატორი, ზეინეპ ბაირაკი. 

,,ეროვნული სკრინინგ ცენტრი მუდმივად ზრუნავს მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისების მიწოდების ხარისხის გასაუმჯობესებლად, მათ შორის, შშმ პირებისთვის მაქსიმალურად ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად, რათა შეძლონ სრულყოფილი სამედიცინო სერვისის მიღება. ჩვენი ფილიალები აღჭურვილია შშმ პირებისთვის განკუთვნილი პანდუსით და ახლა უკვე, UNFPA-სა და TIKA-ს მხარდაჭერით, სამედიცინო ინვენტარით, რაც კიდევ უფრო კომფორტულს და ხელმისაწვდომს გახდის სამედიცინო სერვისით სარგებლობას," - ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი, ეთერ კიღურაძე.

Men showing a healthcare professional how to use an accessible gynecologic chair

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და ახალგაზრდებისთვის ჯანმრთელობის დაცვის, მათ შორის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურებებზე და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა დღემდე პრობლემად რჩება. ეს გამოწვვეულია როგორც ჯანდაცვის დაწესებულებების არაადაპტირებული გარემოთი, მათ შორის, შესაბამისი გინეკოლოგიური სკამების არარსებობით, ასევე სამედიცინო პერსონალისთვის საჭირო ცოდნის და პრაქტიკის ნაკლებობით. 

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია და განკურნება შესაძლებელია

საშვილოსნოს ყელის კიბო ქალთა ავთვისებიანი სიმსივნით გარდაცვალების მეორე წამყვანი მიზეზია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. საქართველოში საშვილოსნოს კიბოს სკრინინგის პროგრამა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ტექნიკური დახმარებით 2009 წლიდან ამოქმედდა. იმისათვის, რომ კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა შემცირდეს, მოსახლეობის მინიმუმ 70% უნდა იტარებდეს გამოკვლევას.