გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ
ნატალია კანემის განცხადება
ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე
2021 წლის 25 ნოემბერი
2021 წლის 25 ნოემბერი
ონლაინ სივრცეში ძალადობა რეალურია, გაუმართლებელია და უნდა შეწყდეს. ერთი შეხედვით, ონლაინ სივრცე ქალებისა და გოგოებისთვის უსაფრთხოდ გამოიყურება. რა შეიძლება მოხდეს, როდესაც შინ, სასწავლებელში ან სამუშაოზე კომპიუტერთან ზიხარ?
როგორც აღმოჩნდა, ძალიან ბევრი რამ. ციფრულ ძალადობას დამანგრეველი ძალა აქვს. ის არის დაუნდობელი, თავისუფლად კვეთს ყველა საზღვარს და ხშირად ანონიმურია. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ონლაინ სივრცეში ყოფნისას, ქალების 85 პროცენტს ან თავად განუცდია იგი ან მისი შემსწრე გამხდარა. ამგვარი გამოცდილების შედეგად დაზარალებულებს, ისევე, როგორც ძალადობის სხვა ფორმებს შედეგად დაზარალებულებს, შეიძლება აწუხებდეთ შიში, დეპრესია და სუიციდური აზრებიც კი. ციფრული ძალადობა მრავალ ფორმას იღებს. მოძალადეები შეიძლება დაემუქრონ და აედევნონ ქალებს ონლაინსივრცეში. მათ შეუძლიათ, ქალებისა და გოგოების ნებართვის გარეშე, მათი ფოტოებიდან ამოღებული სახეები სექსუალურ პოზაში გამოსახულ სხეულებს მოარგონ და გაავრცელონ ამგვარად შექმნილი გამოსახულება სოციალური მედიის საშუალებით, რაც, შეიძლება, წლობით გაგრძელდეს. სიძულვილის ენისა და ძალადობის ტირაჟირებაზე ორიენტირებული მავნე ონლაინკამპანიების განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენენ ცნობილი ქალები, მაგალითად, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები, ასევე, ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გარშემო მრავლად ვხვდებით ციფრული ძალადობის ფაქტებს, მის შესახებ ცოტა რამ თუ არის ჩვენთვის ცნობილი. ამგვარი ძალადობის შესაჩერებლად, საჭიროა მეტი შევიტყოთ მის შესახებ და კარგად შევისწავლოთ იგი. საჭიროა უკეთ გავარკვიოთ, რა ფორმებს იღებს იგი, როგორ ზემოქმედებს და რა ზომებს უნდა მივმართოთ მასზე რეაგირებისა და მისი აღკვეთის მიზნით. ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობას მოიცავს, ადამიანის უფლებების დარღვევას წარმოადგენს. ყოველწლიურად, 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისა და გაეროს გენერალური მდივნის ინიციატივით წარმოებული კამპანიის (UNiTE) ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის დასრულებას 2030 წლისათვის, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ღიად და მკაფიოდ გამხატავს ყველა ფორმის ძალადობის წინააღმდეგ საკუთარ პოზიციას. წელს გვსურს მოვუწოდოთ ყველას, მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში, გავერთიანდეთ და წინ აღვუდგეთ ძალადობას ციფრულ სამყაროში. რაც უფრო წინ მივიწევთ და ღრმად ვაღწევთ ციფრული სამყაროს წიაღში, მით უფრო ბევრ ჩვენთვის უცნობ რისკს ვაწყდებით. გარდა იმისა, რომ აშკარა ზიანს აყენებს მათ
ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ემუქრება მათ ფიზიკურ უსაფრთხოებას, ციფრული ძალადობა ქალების ონლაინსივრციდან განდევნას უწყობს ხელს, რადგან მათ სხვაგვარად არ შეუძლიათ მისგან თავის დაღწევა. როდესაც გოგოები წყვეტენ სწავლას ან ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოსული ქალები ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს, მათ წინააღმდეგ მიმართული ონლაინთავდასხმების გამო, ეს მათი უფლებების დარღვევის ტოლფასია. ჩვენ, როგორც საზოგადოება, ხელიდან ვუშვებთ შესაძლებლობას ვისარგებლოთ იმ სიკეთით, რაც მათ ჩართულობასა თუ ლიდერობას შეუძლია მოგვიტანოს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) მოუწოდებს მთავრობებს და ტექნოლოგიებზე პასუხისმგებელ კომპანიებს სათავეში ჩაუდგნენ ციფრული ძალადობის შეჩერების ძალისხმევას. ჩვენ მოვუწოდებთ კანონმდებლებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო საზოგადოებას და გავლენის მქონე პირებს, ხმა აღიმაღლონ და იმოქმედონ. ერთი მარტივი, თუმცა მეტად სავალალო რეალობა, ჩვენს დღევანდელ სამყაროში, არის ის, რომ ქალები გაცილებით ნაკლებ დაცული არიან ონლაინსივრცეში, ვიდრე საავტორო უფლებებით უზრუნველყოფილი ინტელექტუალური საკუთრება. საავტორო უფლებების დარღვევის შემთხვევაში წარმოებს მასალების დაუყოვნებელი ამოღება და დამნაშავე შეიძლება სამოქალაქო პასუხისმგებლობისა ან სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტადაც კი იქცეს. ქალები და გოგოები, რომლებსაც
ზიანი ადგებათ მათი თანხმობის გარეშე მათი ფოტოების გავრცელების შედეგად, კიდევ უფრო მეტ და ეფექტურ დაცვას საჭიროებენ.

ციფრული ძალადობა არ ცნობს საზღვრებს და არც მარეგულირებელ სისტემებს ექვემდებარება. მისი შეჩერება ინოვაციურ მიდგომებსა და მარეგულირებელთა, ტექნოლოგიების მწარმოებელთა, ციფრულ აქტივისტთა და ქალთა უფლებების დამცველთა შორის ახალი ტიპის თანამშრომლობას საჭიროებს. ყურადღება უნდა გამახვილდეს ახალგაზრდებზე, რომელთა ტექნოლოგიების ათვისებისკენ სწრაფვა მათ უფრო მაღალი რისკის ქვეშ აყენებს. ისინი უნდა იყვენენ ინფორმირებული და უნდა ფლობდნენ საკუთარი თავის დაცვის საშუალებებს; და ეს, განსაკუთრებით, ახალგაზრდა გოგოებს ეხება.
ყოველდღე უფრო მეტი ადამიანი, მომსახურება თუ აქტივობა ინაცვლებს ონლაინსივრცეში. ეს იმას ნიშნავს, რომ მეტი ძალადობა ხორციელდება უფრო მეტ ქალსა და გოგოზე. ჩვენ უნდა ვაღიაროთ ამ კრიზისის მასშტაბები და არ გადავდოთ მოქმედება თუნდაც ერთი დღით. ძალადობისაგან თავისუფალი ცხოვრების უფლება ყველა სივრცეზე ვრცელდება და არ ქრება ინტერნეტთან კავშირის დამყარებისას. ვირტუალური ნიშნავს რეალურს და იგი უსაფრთხო უნდა იყოს.