Go Back Go Back
Go Back Go Back

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ ნატალია კანემის ადამიანის უფლებათა დაცვის დღისადმი მიძღვნილი განცხადება

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ ნატალია კანემის ადამიანის უფლებათა დაცვის დღისადმი მიძღვნილი განცხადება

Statement

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ ნატალია კანემის ადამიანის უფლებათა დაცვის დღისადმი მიძღვნილი განცხადება

calendar_today 10 December 2022

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორი ნატალია კანემი
ფოტო: ლორენ ანდერს ბრაუნი/UNFPA

დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს, ჩვენი მოწოდება ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების მიმართ შემდეგნაირად ჟღერს „დავდგეთ ერთად ადამიანის უფლებების დასაცავად“ #StandUp4HumanRights. დღეს, მსოფლიოში მცხოვრები 8 მილიარდივე ადამიანი სრულად უნდა სარგებლობდეს საკუთარი უფლებებით, რის შესახაბაც მკაფიო მოწოდება გაჟღერებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში, ასევე სხვა საერთაშორისო შეთანხმებებსა თუ ეროვნულ კანონებში. წელს, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) მიესალმება ბევრი ქვეყნის მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯებს, რომლებიც ემსახურება იმ კანონებისა და რეგულაციების შემოღებას, რომლებიც სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე სრულ და თანაბარ წვდომას უზრუნველყოფს. 

ჩვენთვის ცნობილია ამ მიმართულებით არსებული მიღწევების შესახებ, ვინაიდან, პირველად, მსოფლიო მასშტაბით, ჩვენ შეგვიძლია ამ მიღწევების გაზომვა, მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივით გამოკითხვა ჩატარდა 153 ქვეყანაში, რომლებშიც მსოფლიო მოსახლეობის 90 პროცენტი ცხოვრობს. ამ ქვეყნების 76 პროცენტს უკვე გააჩნია კანონები, რომლებიც სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების დაცვას ემსახურება - რაც გამამხნევებლად ჟღერს. ზოგი მიმართულებით საქმე უკეთესად მიდის, ვიდრე სხვა მიმართულებებით: მაგალითად, ამ ქვეყნების 90 პროცენტი უზრუნველყოფს კონფიდენციალურობას და აივ ინფიცირებულთა სამედიცინო მომსახურებას. და მაინც, ყოველი ხუთი ქვეყნიდან ერთში ქალები ან მოზარდები კვლავ საჭიროებენ მესამე მხარის თანხმობას, როგორიცაა მაგალითად, მეუღლე ან მეურვე, რათა მიიღონ მომსახურება კონტრაცეფციის მიმართულებით. 

კანონები, დაწყებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონებით, დამთავრებული ეროვნული და ადგილობრივი კანონებით, საზიანო ნორმებისა და პრაქტიკებისგან, დისკრიმინიციისა და ძალადობისგან დაცვას უზრუნველყოფს. თუმცა, კანონს მხოლოდ მაშინ აქვს ძალა, თუ ისინი ხორციელდება სრულად და მიკერძოებისა და გამონაკლისის გარეშე, თუ ისინი სრულდება სასამართლოს ძალით და თუ მათ აღსრულებაზე მონიტორინგი ხორციელდება. 

თუმცა, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული კანონების აღსრულება არასაკმარისია. ჩვენი ძალისხმევა ასევე მიმართული უნდა იყოს იმ დისკრიმინაციული რეგულაციებისგან განთავისუფლებისკენ, რომლებიც ინდივიდუალური პირების მიერ საკუთარი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ - როგორიცაა ქალების დაქორწინების, დედათა ჯანმრთელობის მომსახურებებით სარგებლობისა და სქესობრივი კავშირის დამყარება-არდამყარების შესახებ - დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას ზღუდავს.  

გარდა ამისა, მსოფლიოში, სადაც კრიზისები და კონფლიქტები ჩვეულებრივ მოვლენებს წარმოადგენს, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჰუმანიტარული კრიზისის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგოების ძირითადი უფლებების დაცვაზე, რომლებიც გენდერული ნიშნით ძალადობის გაზრდილი რისკის წინაშე დგანან, რაც ასევე გულისხმობს გაუპატიურების - როგორც ბრძოლის იარაღის გამოყენებასა და ადამიანის სხვა უფლებების დარღვევას. 

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ ახლახანს წარმოებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა ის ნაბიჯები, რომლებიც საჭიროა კანონების ჭეშმარიტად აღსასრულებლად, მათ შორის ბიუჯეტის სათანადოდ გადასანაწილებლად, ტექნიკური ხასიათის რეკომენდაციების გასაწევად და სამედიცინო პერსონალისა და ჯანდაცვის მუშაკების მოსამზადებლად. ყველაფერი ეს საჭიროა მთელ მსოფლიოში რეპროდუქციული უფლებების დარღვევათა ხშირი შემთხვევების აღსაკვეთად. ძალისხმევაა საჭირო ღრმადფესვგადგმული გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, იმ სოციალური ნორმების შესამსუბუქებლად, რომლებიც ქალებისა და გოგონების დაკნინებას ემსახურება, და იმ პრაქტიკის შესაჩერებლად, რომელიც მათ სხეულის ავტონომიის უფლებას ართმევს. აღნიშნული მთელი რიგი ღონისძიებების გატარებას საჭიროებს ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების მიმართულებით, რომელიც სამედიცინო თვალსაზრისით ზუსტი, კულტურულად სენსიტიური და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ინფორმაციის, სტიგმისგან თავისუფალი სამედიცინო მომსახურებების მიწოდებას და გენდერულად თანასწორი შესაძლებლობების შქმნას ისახავს მიზნად, სამუშაო ადგილებსა თუ წამყვან თანამდებობებზე. 

დღეს ჩვენ ავღნიშნავთ წინსვლას, რომელიც კანონებში საჭირო ცვლილებების შეტანის თვალსაზრისით გვაქვს, რაც გვაახლოვებს მოსახლეობისა და განვითარების შესახებ 1994 წლისკონფერენციაზე დასახულ მიზნებთან, რომელიც მოითხოვს ინდივიდუალური პირების - განსაკუთრებით ქალებისა და გოგოების - უფლებების ჩართვას მდგრადი განვითარების მიზნებში და მათ ცენტრალურ საკითხად ქცევას. ახლა ჩვენს ამოცანას წარმოადგენს ცვლილებების დაჩქარება, უწყვეტი და ამბიციური რეფორმების გზით, მეტი ინვესტიციებითა და უფრო მძლავრი პოლიტიკური ნებით. დაცული უნდა იყოს ყველა ადამიანის სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები. და ყველა სამართლებრივი სისტემა ამ მიზნის მიღწევას უნდა ემსახურებოდეს.