თქვენ აქ ხართ

გიორგი ჯავახიშვილი და ანასტასია იანაკოპულო 4 თვის ანისიას მშობლები არიან. ორივე სრულიად ახალბედა მშობელია და თანაბრად ინაწილებს შვილზე პასუხისმგებლობას. 

როგორც გიორგი ამბობს, მისთვის მამობა „ძალიან რთული, მაგრამ უაღრესად სასიამოვნო და საპასუხისმგებლო პროცესია.

"თუ აქამდე პირველ ადგილას იყო ჩემი სურვილები და ინტერესები, ახლა ინსტიქტურად გადავერთე პატარა, მინიატურულ ადამიანზე და ყველაფერი: პირველი აზრი, ფიქრი და საჭიროება მას ეხება“, ამბობს ის და დასძენს, რომ თუ აქამდე ყოველთვის შინიდან გასვლაზე იყო ორიენტირებული და თავისუფალ დროს მეგობრებთან ატარებდა, ახლა შეიძლება კვირები არ გავიდეს სახლიდან, მაგრამ ეს არ აწუხებს იმიტომ, რომ „სახლში ისეთი ვიღაც ჰყავს“, ვინც ამ ყველაფერს უვსებს და იმ ემოციით ავსებს, რაც სჭირდება. 

როგორც ამბობს, შვილის გაჩენის შემდეგ უხეში, სერიოზული ადამიანისგან „ჩვეულებრივ ჯამბაზად“ იქცა:

მეც და ჩემი მეუღლეც დავდგებით და ისეთ რაღაცებს ვუკეთებთ, ვიღაცამ რომ გადაიღოს და გვაჩვენოს ჩვენი შინაგანი კომპლექსები ძალიან შეგვაწუხებს, მაგრამ ბავშვთან ყველაფერი გვეხსნება, ოღონდ იმან გაიცინოს; რომ გამიღიმებს ხოლმე სანთელივით ვდნები.“ 

მამას ხელში უჭირავს ჩვილი გოგო და კოცნის თავზე
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

მამას ხელში უჭირავს და უყურებს ჩვილ გოგოს, რომელიც ტირის
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

მამას ხელში უჭირავს ჩვილი გოგო, რომელიც ტირის
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

„მამების სკოლა“

როცა გაიგეს, რომ ბავშვს ელოდებოდნენ, გიორგი და ანასტასია „დიდი ემოციური სტრესის“ წინაშე დადგნენ, „რადგან უცებ ისეთი შეკითხვები გაჩნდა, რაც მანამდე არ არსებობდა“. 

დავიწყე რაღაცების ძებნა: ვგუგლავდი, ვკითხულობდი და ამ ძებნაში შემხვდა „მამების სკოლა“. არც დავფიქრდი, მაშინვე გავიარე რეგისტრაცია, იმ მომენტში მივხვდი, რომ ბევრი ისეთი რამეა, რაც მე ახლა მჭირდება და მართ₾ა ძალიან კარგი დამთხვევა მოხდა,“ ამბობს გიორგი.

ის გაეროს მოსახლეობის ფონდისა და ორგანიზაციის „ვიზრუნოთ ერთად“ ინიციატივის, „მამების სკოლის“ მონაწილეა. ინიციატივა, რომელშიც 90-მდე მამამ მიიღო მონაწილეობა, 2021 წლიდან თბილისსა და ქუთაისში ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.  

ანასტაციაც ძალიან თანამედროვე ადამიანია და უნდოდა, რომ ჩართული ვყოფილიყავი როგორც ორსულობის ისე მშობიარობისა და ახლადშეძენილი ბავშვის აღზრდის პროცესში. მე როგორც ვიგრძენი, ძალიან ესიამოვნა ჩემი ეს ინიციატივა და წინგადადგმული ნაბიჯი,“ ამბობს გიორგი „მამების სკოლაში“ მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილების შესახებ.

როგორც ის აღნიშნავს, „მამების სკოლამ“ ბევრი რამ ასწავლა და აზრი ჩამოუყალიბა. თუ თავიდან ყოყმანობდა, დასწრებოდა თუ არა მშობიარობას, მაგრამ სხვა მამების რჩევით, დარწმუნდა, რომ აუცილებლად უნდა დასწრებოდა.

ბევრისგან ვიგებდი, რომ რთულია, სტრესულია და არ შეხვიდე, იქ რა გინდაო, მაგრამ „მამების სკოლაში“ რომ მოვხვდი, მითხრეს თუ შეგიძ₾ია და ფსიქოლოგიურად თვლი, რომ ამ პროცესს გაუმკლავდები, აუცილებლად უნდა დაესწრო იმიტომ, რომ შენს მეუღლეს იქ ისეთი ვინმე სჭირდება, ვინც გვერდით დაუდგება, დაეხმარებაო,“ იხსენებს გიორგი, რომელმაც მეუღლესთა ერთად 18 საათი სამშობიარო ბოქსში გაატარა. 

„იქ რაღაც მომენტში ბავშვი მარტო დარჩა, მივედი და „პომელო“ რომ დავუძახე, თითზე მომეჭიდა, შემომხედა და ვიგრძენი, რომ რასაც ვაკეთებდი მის მუცლად ყოფნის დროს, ნამდვილი იყო.“

მამობას სწავლა არ უნდა?

გიორგი იმასაც აღნიშნავს, რომ „მამების სკოლამ“ ბევრ რამეში გაუმყარა ცოდნა და დაარწმუნა საკუთარ შესაძლებლობებსა და ზოგადად მამის შესაძლებლობებში ოჯახურ ცხოვრებაში. თუმცა მის სკოლაში მისვლას სკეპტიკურად უყურებდნენ გარშემომყოფები.

ჩვენ ვლაპარაკობდით პირად გამოცდილებაზე, ჩვენს მამებთან დამოკიდებულებაზე, მახსოვრობაზე, რა გვახსოვდა [ჩვენი ბავშვობიდან]. იმ ყველაფრის გადაფასებით და ინფორმაციის დამუშავებით მივხვდი, რომ ის ხალხი ვინც მეუბნებოდა, რომ იქ არ უნდა მივსულიყავი იმიტომ რომ „კაცს და ქართველს ეს არ ეკადრება, რომ ვიღაცას დაუჯდეს და იმან მამობა ასწავლოს, იმიტომ რომ მამობას სწავლა არ უნდა და ეს თვითონ მოდის“, ვხვდებოდი რომ ისინი უბრალოდ არასწორები იყვნენ. ისეთ კონსერვატიულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სტერეოტიპულად მოაზროვნე ხალხში ძალიან დიდ რამეს აკეთებს მამების სკოლა.“

დედას ხელში ჩვილი გოგო უჭირავს. უკან მამა დგას და ჩვილს უყურებს
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

დედას ჩვილი გოგო უჭირავს ხელში. წინ მამა უდგათ
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

ქალის და კაცის საქმე

იმისათვის, რომ საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობა აღმოიფხვრას, გიორგის მტკიცედ სჯერა, რომ ბავშვობიდან უნდა ვიცოდეთ თანასწორობის შესახებ:

ბიჭებს დაიყენებენ ხოლმე და „კაცურ“ საქმეებს აკეთებინებენ: მამა გარაჟში ჩაიყვანს, მეგობრებთან საქეიფოდ წაიყვანს ან რამე მსგავსს შესთავაზებს მაშინ, როცა გოგოები დგანან დედებთან და სახლს ალაგებენ. ბიჭებს ეუბნებიან, შენ არ დაალაგო იმიტომ, რომ ეს კაცის საქმე არ არის. ეგეთი რაღაცები უნდა აღმოიფხვრას. ბავშვური ტრამვები ბევრს განაპირობებს მერე უკვე ზრდასრულ ცხოვრებაში.

მისივე თქმით, ბევრი ქალი მალავს ქმრის მხრიდან ძალადობას, რადგან „წასასვლელი არ აქვს“, რაც არასწორია; პირიქით, ქალმა უნდა იცოდეს, რომ „რაც არ უნდა მოხდეს, აქვს წასასვლელი და ყოველთვის შეუძ₾ია დაბრუნდეს მშობლებთან.“

ამით ბევრი რამის თავიდან აცილება შეიძ₾ება. შეიძ₾ება ერთი დარტყმით დაიწყოს და შემდეგ გადაიზარდოს უფრო დიდ პრობლემებში რაც შემდეგ ფატალურად მთავრდება ხოლმე. უნდა იცოდეს, რომ გარდა ქმრისა, ჰყავს მთავარი ოჯახი, როგორიც მშობლებია და ყოველთვის შეუძლია აზრი გაუზიაროს, მათი მეგობარი იყოს და დაბრუნდეს იმიტომ, რომ სახლი გოგოსიც არის, მარტო ბიჭის არ არის.“

ახალგაზრდა წყვილს ჩვილი გოგო უჭირავშ ხელში და ერთმანეთს კოცნიან
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

გაეროს მოსახლეობის ფონდი წლებია მუშაობს გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის და სხვა მავნე პრაქტიკების აღმოსაფხვრელად საქართველოში. ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ბავშვზე ზრუნვასა და საოჯახო საქმეებში ქალებისა და კაცების თანაბარი მონაწილეობა, ჰარმონიული საზოგადოების უზრუნველსაყოფად.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება თბილისსა და ქუთაისში „მამების სკოლა“ - ინიციატივა, რომელიც ხორციელდება პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.