Go Back Go Back
Go Back Go Back

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე: ანა გურგენიძე

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე: ანა გურგენიძე

News

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე: ანა გურგენიძე

calendar_today 04 August 2022

ანა გურგენიძე, 25 წლის, ქუთაისი
ფოტო: დინა ოგანოვა & ილუსტრაცია: ფორსეტი | UNFPA

მულტიმედია პროექტი “ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის” წარმოგიდგენთ 12 აქტიურ ახალგაზრდას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომელსაც სჯერა გენდერული თანასწორობის, სურს მოახდინოს ცვლილებები საკუთარ თემში და ხელი შეუწყოს ჯანსაღი გარემოს შექმნას მომავალი თაობებისთვის. 

ანა გურგენიძე, 25 წლის, ქუთაისი

ბავშვობაში სულ ბიჭს გადარებენ, რასაც არ უნდა აკეთებდე. თუ მათემატიკა იცი, გეუბნებიან, რომ ბიჭის ტვინი გაქვს, რადგან გოგო მათემატიკას როგორ ისწავლის?! თავიდან მიხაროდა, პატარა რომ ვიყავი, ვფიქრობდი, უპირატესის ნიშნები მაქვს და ეს ალბათ კარგია-მეთქი. მერე მივხვდი, რომ არა და გავბრაზდი, და მას შემდეგ გაბრაზებული ვარ. ჩემი აზრით, ახლა ახალგაზრდები უკეთეს საზოგადოებაში ვცხოვრობთ, ვიდრე ჩვენი წინა თაობა ცხოვრობდა, ალბათ ისევ ფემინისტების წყალობით და იმის, რომ ქალები ლაპარაკობენ და ჩუმად არ არიან. თუმცა გარემო ისევ დისკრიმინაციულია, სამსახურებში, სკოლებში, ოჯახში ძალიან ბევრი სტერეოტიპია, რომლისგან თავის დაღწევაც ძალიან ბევრ რესურსს მოითხოვს. ქალებმა ბევრი უნდა ვილაპარაკოთ იმისთვის, რომ გარემო უკეთესი გახდეს. ქალის ხმა ისე არ ისმის, თუ არ ყვირის და უნდა ვიყვიროთ კიდევაც, თუ რაიმე გვაწუხებს. ვისურვებდი, რომ საზოგადოება გენდერული როლებისგან თავისუფალი იყოს, მეტი სოციალური პასუხისმგებლობით, და ბედნიერი.

“ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის” გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივაა, რომელიც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, გენდერული ნიშნით სტერეოტიპების და მანკიერი სოციალური ნორმების აღმოფხვრას ითვალისწინებს. 

ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შემდეგი პროგრამების ფარგლებში: “ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში” (ქვემო ქართლი), “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ (სამცხე-ჯავახეთი) და „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ (გურია და იმერეთი). 

ავტორების შესახებ:

დინა ოგანოვა არის ქართველი დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი, რომელიც საქართველოსა და სხვა ქვეყნებში გრძელვადიან პროექტებზე მუშაობს. იგი არაერთხელ გახდა პრესტიჟული ჯილდოს ლაურეატი, მათ შორის, ევროკავშირის პრიზის მფლობელი ჟურნალისტიკაში და პრემია „ლიტერას“ ლაურეატი. დინა ოგანოვა დასახელებულია 30 წლამდე ასაკის საუკეთესო ქალ ფოტოგრაფებს შორის. მისი ფოტოპროექტებს განეკუთვნება: „მე ვარ საქართველო“, „ჩემი სივრცე”, „გაყინული ტალღები”. დინა ოგანოვას ნამუშევრების გამოფენები გაიმართა იტალიაში, საფრანგეთში, აშშ-ში, ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში. დინა ოგანოვა არის პირველი ქართული ხელნაკეთი ფოტოწიგნის „ჩემი სივრცე“ ავტორი, რომელიც ინახება სხვადასხვა მუზეუმის, მათ შორის, ნიუ იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმის კოლექციაში. დინა ოგანოვა 2016 წლიდან თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან. ამ თანამშრომლობის შედეგად, შეიქმნა ისეთი პროექტები, როგორიცაა: „გოგონა დაიბადა“ („ჩუმი ბაღი“), „გოგონები მომავლიდან“, „დედები და ქალიშვილები” და ა.შ. ქალებისა და გოგოების უფლებები მისი შემოქმედების წამყვან თემად რჩება.

თათია ნადარეიშვილი არის ქართველი ილუსტრატორი, სტუდია “ილუსტრატორის” თანადამფუძნებელი (2016), რომელიც წერს და ილუსტრაციებს ამზადებს საბავშვო წიგნებისთვის მისი ერთ-ერთი წიგნი “ძილი ნებისა” 2017 წელს გამოქვეყნდა და რამდენიმე ენაზე ითარგმნა. თათია ნადარეიშვილი 2018 წლიდან თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, 2020 წელს მან ილუსტრაციები მოამზადა საბავშვო წიგნისთვის “ლუნა და ციცინათელების პლანეტა”, რომელიც ბავშვების ერთ-ერთი საყვარელი წიგნია და რომლის მიხედვითაც მალე საბავშვო სპექტაკლიც დაიდგმება.