Go Back Go Back
Go Back Go Back

მარნეულმა მინი ფეხბურთში გოგოების ამხანაგურ შეჯიბრს უმასპინძლა

მარნეულმა მინი ფეხბურთში გოგოების ამხანაგურ შეჯიბრს უმასპინძლა

News

მარნეულმა მინი ფეხბურთში გოგოების ამხანაგურ შეჯიბრს უმასპინძლა

calendar_today 06 April 2022

გამარჯვებული გუნდის წევრი გოგოები თასს ერთად წევენ ჰაერში
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

სოფელი მარადისის სკოლის მოსწავლე ნინო გუსეინოვა 2021 წლიდან თამაშობს ფეხბურთს. როგორც თავად ამბობს, სტადიონზე სათამაშოდ მანამდეც დადიოდა, მაგრამ ახლა, როცა მწვრთნელიც ჰყავთ, უფრო ტაქტიკურად და უკეთ თამაშობენ, ვიდრე უწინ.

3 აპრილს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთში მინი ფეხბურთში გოგოების ამხანაგური შეჯიბრი გაიმართა, სადაც მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მასშტაბით 8 გუნდმა მიიღო. 

ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

შეჯიბრის იდეა მარადისელ ახალგაზრდებს ეკუთვნით, რომლებიც ფიქრობენ, რომ გოგოებს სხვადასხვა სპორტში ჩართულობის თანაბარი შესაძლებლობები უნდა ჰქონდეთ.

რამდენიმე გოგო, ვინც შეჯიბრზე მივიღეთ მონაწილეობა, ფეხბურთზე დავდივართ... ჩვენი მასწავლებელი, გოჩა ტოროშელიძე, ძალიან კარგი მასწავლებელია და კარგად გვასწავლის [ფეხბურთს],“ ამბობს ანასტასია დევაძე, გამარჯვებული გუნდის წევრი.

ანასტასიას თქმით, ჩემპიონატი ძალიან კარგი საშუალება იყო გოგოებისთვის, საკუთარი შესაძლებლობების ფარტო აუდიტორიისთვის საჩვენებლად. 

სურვილი მაქვს და ვიმედოვნებ, რომ კიდევ ჩატარდება მსგავსი ღონისძიებები. რამდენჯერაც არ უნდა იყოს, ყოველ ჯერზე მივიღებთ მონაწილეობას,“ ამბობს ის.

ინიციატივის მონაწილე გუნდები უკვე გეგმავენ სხვა, უფრო მასშტაბურ ჩემპიონატებში ჩართვას. 

ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

შეჯიბრი მინი ფეხბურთში ჩატარდა პროექტის „ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისათვის“ ფარგლებში, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივაა და რომელსაც „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ ახორციელებს ქვემო ქართლში. 

პროექტი გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, გენდერული ნიშნით სტერეოტიპების და მანკიერი სოციალური ნორმების აღმოფხვრას ითვალისწინებს. სწორედ ამ პროექტის მონაწილე ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს თავიანთ თემში ფეხბურთით გოგოების დაინტერესება. ინიციატივას მხარი დაუჭირა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის დიდი ხნის პარტნიორია. 

ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

UNFPA-სა და ფედერაციის თანამშრომლობის ფარგლებში ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს სწორედ ფეხბურთში მოზარდი გოგოების ჩართულობის გაზრდა და ამ გზით - გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა წარმოადგენს. 

პროექტი „ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისათვის“ ნაწილია პროგრამის “ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში”, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.

ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

UNFPA-ს მოზარდებსა და ახალგაზრდებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც. გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის პროგრამის ოფიცრის, მარიკა ქურდაძის თქმით, მნიშნელოვანია ახალგაზრდებმა ხელი შეუწყონ სოციალური ნორმების ცვლილებას თავიანთ ადგილობრივ თემებში და მათ მიღმა.

ახალგაზრდები ყოველდღიურად ამტკიცებენ, რომ თანაბარი შესაძლებლობები უნდა არსებეობდეს ყველა სფეროში, მათ შორის სპორტში, სადაც გოგოებსაც ისეთივე შანსი აქვთ დაიპყრონ მწვერვალები, როგორც ბიჭებს,“ ამბობს მარიკა.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება ინიციატივა „ახალგაზრების სოციალური ცვლილებებისთვის“, როდესაც ეხმარება ახალგაზრდებს განახორციელონ ახალგაზრდული პროექტები საკუთარ თემებში, რომლებიც მიმართულია გენდერული სტერეოტიპების დაძლევისა და სოციალური ნორმების ცვლილებებისკენ. 

ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

UNFPA-ს საქართველოს ოფისი მოხარულია „ამ მისიის“ ახალგაზრდებთან და ისეთ ერთგულ პარტნიორებთან ერთად შესრულებით, რომელთა ძალისხმევა გარდამტეხია მდგრადი და თანასწორი საზოგადოების მშენებელობისთვის.