იოლად საკითხავი სახელმძღვანელოს (easy-to-read guide) მიზანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა მონაწილეობის ხელშეწყობა. სახელმძღვანელო მარტივად აღქმად ენაზე აღწერს შშმ პირთა ჩართულობის გზებს და ხელმისაწვდომია ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის შესახებ იოლად საკითხავი სახელმძღვანელო მომზადდა საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის მიერ, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების პარტნიორობის მრავალპარტნიორული ნდობის ფონდის (UNPRPD MPTF) მხარდაჭერით.