Go Back Go Back
Go Back Go Back

ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა და პრაქტიკა სამუშაო ადგილზე - კომპედიუმი დამსაქმებელთათვის საქართველოში

ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა და პრაქტიკა სამუშაო ადგილზე - კომპედიუმი დამსაქმებელთათვის საქართველოში
ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა და პრაქტიკა სამუშაო ადგილზე - კომპედიუმი დამსაქმებელთათვის საქართველოში

Publisher

Number of pages

18

Author

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი და “PROMUNDO” - აშშ

Publication

ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა და პრაქტიკა სამუშაო ადგილზე - კომპედიუმი დამსაქმებელთათვის საქართველოში

Publication date

18 April 2022

Download Icon

ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა სიკეთის მომტანია ცალკეული ოჯახებისთვის. ამასთან, ხელს უწყობს ნიჭიერი, პერსპექტიული სამუშაო ძალის მოზიდვასა თუ შენარჩუნებას სამუშაო ადგილებზე და, ზოგადად, ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას. „ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკას“ (ინგლისურად: family-friendly policies) გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) განმარტავს, როგორც „პოლიტიკას, რომელიც ხელს უწყობს სამუშაოსა და ოჯახური ცხოვრების შეთავსებას; სასარგებლოა როგორც სამუშაოსთვის, ასევე ოჯახური ცხოვრებისთვის; უზრუნველყოფს მშობლებსა და მეურვეებს იმ რესურსებით, რომლებიც მცირეწლოვან ბავშვებზე ზრუნვისთვის არის საჭირო“. აღნიშნული პოლიტიკა ასევე ორიენტირებულია სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაზე. კვლევები აჩვენებს, რომ იმ ქვეყნებში, რომლებმაც მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაიღეს ოჯახის მხარდაჭერისა და გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გატარების მიმართულებით, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად - 10-
20%-ით - გაიზარდა. 

ნიჭიერი და პერსპექტიული მუშახელის ძიებისას, კომპანიები მნიშვნელოვნად ზრდიან საკუთარ კონკურენტუნარიანობას, თუ სამუშაოსა და ოჯახური ცხოვრების შეთავსების თვალსაზრისით, უკეთეს პირობებს სთავაზობენ. მათ მეტი შანსი აქვთ, მოიზიდონ საჭირო მუშახელი. კვლევები ადასტურებს, რომ ამგვარი პოლიტიკა სასარგებლოა ოჯახებისთვის - როდესაც ორივე მშობელი პოზიტიურად არის ჩართული ბავშვებზე ზრუნვაში, ისინი უკეთესი ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობითა და აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან, უკეთ ფლობენ შემეცნებით და სოციალურ უნარებს, აქვთ უფრო მაღალი თვითშეფასება, ავლენენ მეტ მდგრადობას სტრესისადმი და ნაკლებად აღენიშნებათ ქცევითი დარღვევები. მამები, რომლებიც მეტ დროს უთმობენ ბავშვებზე ზრუნვას, უფრო დიდხანს ცოცხლობენ, მეტად პროდუქტიულნი არიან სამუშაოზე, ნაკლებად არიან მიდრეკილნი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისკენ, ნაკლებ ფსიქიკურ თუ ფიზიკურ პრობლემებთან უწევთ გამკლავება და უფრო ხშირად აცხადებენ, რომ ბედნიერები არიან, იმ მამებთან შედარებით, ვისაც ნაკლები კავშირი აქვთ შვილებთან.

წინამდებარე კომპედიუმში მოცემულია მტკიცებულებები და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები, რითაც შეუძლიათ იხელმძღვანელონ საქართველოს ხელისუფლებისა და საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, სამუშაო ადგილზე ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის ხელშესაწყობად. აქვე გამახვილებულია ყურადღება წამყვან პოლიტიკურ ინიციატივებსა და მიდგომებზე, რომლებიც ემსახურება სამუშაო გარემოში ნორმატიული ცვლილებების შეტანას, ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკისა და პრაქტიკის დამკვიდრებას.

პუბლიკაცია მომზადდა პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) და გაეროს მოსახლეობის
ფონდი (UNFPA) და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.