Go Back Go Back
Go Back Go Back

გენდერული თანასწორობა საქართველოში: ბარიერები და რეკომენდაციები

გენდერული თანასწორობა საქართველოში: ბარიერები და რეკომენდაციები
გენდერული თანასწორობა საქართველოში: ბარიერები და რეკომენდაციები

Publisher

Number of pages

109

Author

ანა ილურიძე

Publication

გენდერული თანასწორობა საქართველოში: ბარიერები და რეკომენდაციები

Publication date

28 March 2022

Download Icon

პუბლიკაცია „გენდერული თანასწორობა საქართველოში − ბარიერები და რეკომენდაციები” წარმოადგენს ღირებულ დოკუმენტს არა მხოლოდ პარლამენტის საქმიანობისთვის, არამედ გენდერის საკითხზე მომუშავე ყველა ორგანიზაციისა და დაინტერესებული პირისთვის. ანგარიში შეიქმნა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ინიციატივით, მრავლისმომცველი თვისებრივი კვლევის საფუძველზე, რომელიც პირველად 2017 წელს ჩვენი პარტნიორი დონორების მხარდაჭერით ჩატარდა და წარმოადგენს სექტორში მოღვაწე ორგანიზაციებისა თუ ექსპერტების მთავარ მიგნებებსა და მოსაზრებებს საკანონმდებლო ჩარჩოსა და აღსრულებაში გენდერული პერსპექტივის უზრუნველყოფისათვის. გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს როლიდან გამომდინარე, აღნიშნული პუბლიკაციის განახლებას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ აქ გამოკვეთილ გამოწვევებს უნდა უპასუხოს საბჭომ და დასახოს შესაბამისი პრიორიტეტები სამომავლო საქმიანობისთვის. შესაბამისად, ანგარიშში წარმოდგენილია ექსპერტების მიერ დამუშავებული მონაცემები გენდერული თანასწორობის კუთხით ქვეყანაში არსებული უახლესი ტენდენციებისა და საკანონმდებლო ბარიერების შესახებ, შემოთავაზებულია გამოწვევების შესაძლო გადაჭრის გზები და როგორც მოკლევადიანი, აგრეთვე გრძელვადიანი პერსპექტივები კონკრეტული რეკომენდაციების შესრულებისათვის. წინა ვერსიის მსგავსად, კვლევა ამჯერადაც ორი ნაწილისგან შედგება − პირველი ნაწილი მოიცავს ისეთ საკვანძო საკითხებს, როგორიცაა: გენდერული თანასწორობის სახელმწიფო მექანიზმები, დისკრიმინაცია, ქალთა მიმართ ძალადობა, პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობა და ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება, ასევე, გენდერული ბიუჯეტირება, გენდერული აუდიტი და გენდერული გავლენის შეფასება; მეორე ნაწილში კი გაერთიანდა ისეთი საკითხები, როგორიცაა: ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, შრომითი უფლებები, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა, გენდერული თანასწორობა განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში. მიმდინარე წელს ანგარიშში დამატებულია სამი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაზეც პარლამენტი და გენდერული საბჭო აქტიურად მუშაობენ: გენდერული გავლენის ანალიზი, გენდერული ბიუჯეტირება და გენდერული აუდიტი. კვლევის განახლების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები სახელმწიფო უწყებებისა და საკითხზე მომუშავე პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. საკონსულტაციო შეხვედრების საფუძველზე გაიწერა განახლებული რეკომენდაციები, რომლებიც საჭიროებს როგორც მყისიერ რეაგირებას მოკლე ვადაში, აგრეთვე გრძელვადიან მიდგომას. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს დონორ ორგანიზაციებსა და პროცესში ჩართულ ყველა მხარეს და ვიმედოვნებთ, რომ წინამდებარე ანგარიში კვლავაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყანაში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფაში, სახელმწიფო მექანიზმების დახვეწისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, გენდერული მეინსტრიმინგის ორგანულად ინტეგრირებაში