Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

გაეროს მოსახლეობის ფონდსა და „მეამას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

გაეროს მოსახლეობის ფონდსა და „მეამას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

News

გაეროს მოსახლეობის ფონდსა და „მეამას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

calendar_today 04 მაისი 2022

UNFPA Georgia CO Head shakes hands with Meama CEO after signing a MoU
ფოტო: ბექა ჯოხარიძე/მეამა

4 მაისს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და კომპანია „მეამას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ და „მეამას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლუკა კაპანაძემ.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან ითანამშრომლონ სამუშაო ადგილზე ოჯახზე ორიენტირებული და გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის დანერგვის მიმართულებით, რაც ემსახურება ქალების ეკონომიკურ მონაწილეობას და გაძლიერებას, შრომით ბაზარზე მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას და ზოგადად, პასუხისმგებლიანი მშობლობის ინსტიტუტის ხელშეწყობას.

ასევე, მემორანდუმის ფარგლებში, „მეამა“ მხარს დაუჭერს კამპანიას „კაცები ზრუნავენ“, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით, 2016 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს კაცების, როგორც მზრუნველი და თანასწორი პარტნიორებისა და მამების ჩართულობის გაზრდას გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში.

როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში, ოჯახზე ორიენტირებული და გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის გატარების ადვოკატირება გაეროს მოსახლეობის ფონდის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

მიგვაჩნია, რომ ქალებს არ უნდა უწევდეთ არჩევანის გაკეთება ოჯახსა და კარიერას შორის. სწორი პოლიტიკის გატარებით და შესაბამისი მიდგომებით, ღირსეული სამუშაო პირობებისა და დეკრეტული/მშობლობის შვებულების შეთავაზებით როგორც დედებისთვის, ასევე მამებისთვის, შესაძლებელია, შეიქმნას ისეთი სამუშაო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს უფრო პროგრესული და ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებას. სასიხარულოა, რომ იზრდება იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც ოჯახზე ორიენტირებული პოლიტიკის მნიშვნელობას აცნობიერებენ“ - განაცხადა UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ.

ძალიან საინტერესოა ვითანამშრომლოთ გაეროს მოსახლეობის ფონდთან, ოჯახზე ორიენტირებული და გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის დანერგვის საკითხებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეამაში თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ თანამშრომლები და დაცული იყოს გენდერული ბალანსი. მემორანდუმის ფარგლებში, მხარს ვუჭერთ კამპანიას „კაცები ზრუნავენ“, რომელიც მიზნად ისახავს კაცების, როგორც თანასწორი პარტნიორებისა და მამების ჩართულობის გაზრდას ჩვენს ყოველდღიურობაში“ - აცხადებს „მეამას“ აღმასრულებელი დირექტორი, ლუკა კაპანაძე.

„მეამა“ პირველია კერძო კომპანიებს შორის, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა, გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობით, დანერგოს და გაატაროს ოჯახზე მორგებული პოლიტიკა და ამ გზით, ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას სამუშაო ადგილზე.