Go Back Go Back
Go Back Go Back

ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკა ქვემო ქართლში: განწყობების კვლევა

ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკა ქვემო ქართლში: განწყობების კვლევა
ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკა ქვემო ქართლში: განწყობების კვლევა

Publisher

Number of pages

15

Author

ქამრან მამადლი

Publication

ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკა ქვემო ქართლში: განწყობების კვლევა

Publication date

01 April 2021

Download Icon

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მწირია მონაცემები ბავშვთა და ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებზე, რამდენიმე კვლევის მონაცემით შეგვიძლია ვისაუბროთ ქვემო ქართლის რეგიონში გამოკვეთილ ტენდენციებსა და გამოწვევებზე.1 2018 წლის UNICEF-ის მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის მიხედვით, ადრეულ ასაკში ქორწინების (15 წლის და 18 წლამდე) შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქვემო ქართლის რეგიონშია (25%). ამასთანავე, გოგოების ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევების 33% დაკავშირებულია კეთილდღეობის ინდექსის უღარიბეს კვინტილთან.2 საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხზე სპეციალურ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ქვემო ქართლის მუნიციპალურ ერთეულებში, სკოლის ადმინისტრაცია სრულფასოვნად არ აწარმოებს მოსწავლეების მიერ სკოლის მიტოვების მიზეზების სტატისტიკას. ასევე, ანგარიშის ავტორების გადმოცემით, „კვლევის ფარგლებში შერჩეულ სოფლებში, თითქმის არცერთი გოგო არ ამთავრებს სკოლას სწორედ იმიტომ, რომ ქორწინდება“.3 შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში სავარაუდო დანაშაულის 132 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, რომლის მოტივი ბავშვთან ქორწინება იყო, ხოლო 2019 წელს 149 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, აქედან 105 შემთხვევაში შესაძლო დანაშაულის ჩადენის მოტივი ასევე ბავშვთან ქორწინება იყო.4 ამასთანავე, 2020 წლის განმავლობაში, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში შესწავლილ იქნა ადრეულ ასაკში ქორწინების 131 შემთხვევა, საიდანაც 23 შემთხვევა იყო ქვემო ქართლის რეგიონიდან.