Go Back Go Back
Go Back Go Back

UNFPA-სა და კლინიკა “ჰერას” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა

UNFPA-სა და კლინიკა “ჰერას” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა

News

UNFPA-სა და კლინიკა “ჰერას” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა

calendar_today 06 June 2024

Directors of Hera Clinic and UNFPA Georgia are sitting at a table, signing the memorandums of understanding in front of banners
ფოტო: მინდია ჩარქსელიანი/UNFPA

2024 წლიდან ქუთაისში „მამების სკოლის“ პარტნიორი კვლავ კლინიკა “ჰერა” იქნება.

1 ივნისს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და  კლინიკა “ჰერას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ (მეორე ფაზის) ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.

Directors of Hera Clinic and UNFPA are shaking hands. They are holding documents and are standing in front of banners
მარინე დავითულიანი და მარიამ ხანი. ფოტო: მინდია ჩარქსელიანი/UNFPA

მემორანდუმს ხელი მოაწერეს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელმა თურქეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფისების დირექტორმა, მარიამ ხანმა და კლინიკა “ჰერას” დირექტორმა, მარინე დავითულიანმა. 

UNFPA-სა და კლინიკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი პირველად 2021 წლის ივლისში მოეწერა. განახლებული მემორანდუმის ფარგლებში, ქუთაისში „მამების სკოლის“ პარტნიორი კვლავ კლინიკა “ჰერა” იქნება. თანამშრომლობა ხორციელდება UNFPA-ის პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ვიზრუნოთ ერთად“, რომელიც „მამების სკოლის“ პროგრამის კოორდინაციაზეა პასუხისმგებელი. 

Two men sitting on the chair, talking
ქუთაისის "მამების სკოლის" მონაწილეები. ფოტო: მინდია ჩარქსელიანი/UNFPA

“მამების სკოლის“ მიზანია, ხელი შეუწყოს კაცებში ისეთი უნარებისა და ქცევების განვითარებას, რომელიც მათ უფრო მზრუნველ მამებად და პარტნიორებად აქცევს. “მამების სკოლის” პროგრამა ასევე დაეხმარება კაცებს, მეტი გაიგონ გენდერული თანასწორობის და იმ სტერეოტიპების და საზიანო სოციალური ნორმების შესახებ, რაც რეალური თანასწორობის მიღწევას აფერხებს. 

სკოლის სამიზნე აუდიტორიას ის კაცები წარმოადგენენ, ვინც ახლო მომავალში გეგმავს მამობას, ამჟამად ელოდება შვილის დაბადებას, ან სამ წლამდე ბავშვის მამაა. სკოლაში სწავლა უფასოა და დაინტერესებული მამები მონაწილეობას ონლაინ რეგისტრაციის საშუალებით შეძლებენ.