Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

UNFPA-სა და გაგუას კლინიკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა

UNFPA-სა და გაგუას კლინიკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა

Press Release

UNFPA-სა და გაგუას კლინიკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა

calendar_today 02 მაისი 2024

Director General of Gagua Clinic David Gagua and Head of UNFPA Georgia Country Office Mariam Bandzeladze shaking hands
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

2024 წლიდან თბილისში „მამების სკოლის“ ერთ-ერთი პარტნიორი კვლავ გაგუას კლინიკა იქნება 

29 აპრილს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და  გაგუას კლინიკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, მარიამ ბანძელაძემ და გაგუას კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გაგუამ.  

UNFPA-სა და კლინიკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი პირველად 2021 წლის მაისში მოეწერა, პროგრამის “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით. 

თანამშრომლობა ხორციელდება UNFPA-ის პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ვიზრუნოთ ერთად“, რომელიც „მამების სკოლის“ პროგრამის კოორდინაციაზეა პასუხისმგებელი. 

“მამების სკოლის“ მიზანია, ხელი შეუწყოს კაცებში ისეთი უნარებისა და ქცევების განვითარებას, რომელიც მათ უფრო მზრუნველ მამებად და პარტნიორებად აქცევს. “მამების სკოლის” პროგრამა ასევე დაეხმარება კაცებს, მეტი გაიგონ გენდერული თანასწორობის და იმ სტერეოტიპების და საზიანო სოციალური ნორმების შესახებ, რაც რეალური თანასწორობის მიღწევას აფერხებს. 

სკოლის სამიზნე აუდიტორიას ის კაცები წარმოადგენენ, ვინც ახლო მომავალში გეგმავს მამობას, ამჟამად ელოდება შვილის დაბადებას, ან სამ წლამდე ბავშვის მამაა. სკოლაში სწავლა უფასოა და დაინტერესებული მამები მონაწილეობას ონლაინ რეგისტრაციის საშუალებით შეძლებენ.