Go Back Go Back
Go Back Go Back

UNFPA და გამომცემლობა “პალიტრა L” აგრძელებენ თანამშრომლობას გენდერული თანასწორობისა და სოციალური ნორმების ცვლილებების ხელშესაწყობად

UNFPA და გამომცემლობა “პალიტრა L” აგრძელებენ თანამშრომლობას გენდერული თანასწორობისა და სოციალური ნორმების ცვლილებების ხელშესაწყობად

News

UNFPA და გამომცემლობა “პალიტრა L” აგრძელებენ თანამშრომლობას გენდერული თანასწორობისა და სოციალური ნორმების ცვლილებების ხელშესაწყობად

calendar_today 03 February 2025

Director of Palitra L Publishing Tina Asatiani and Head of UNFPA Georgia Country Office Mariam Bandzeladze shaking hands, smiling
Photo: Gela Bedianashvili/UNFPA

გაეროს მოსახლეობის ფონდი და გამომცემლობა „პალიტრა L” აგრძელებენ თანამშრომლობას ინოვაციური მიდგომების განვითარების ხელშესაწყობად, გენდერული სტერეოტიპების დასამსხვრევად და ისეთ თემებზე ცნობიერების ასამაღლებლად, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, გოგონების გაძლიერება და ციფრული უსაფრთხოება მოზარდებში, ახალგაზრდებსა და მშობლებში.

ამ მიზნით, 28 იანვარს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და გამომცემლობა „პალიტრა L“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა.
განახლებულ მემორანდუმს ხელი მოაწერეს UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, მარიამ ბანძელაძემ და გამომცემლობა „პალიტრა L“-ის დირექტორმა, თინათინ ასათიანმა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს მოზარდებთან, ახალგაზრდებთან და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში კერძო სექტორის წვლილის გაზრდას.

თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები თანხმდებიან, განაგრძონ სოციალური ნორმების ცვლილებების ხელშეწყობა და სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა, კონტექსტზე მორგებული და ასაკობრივად შესაბამისი კომიქსისა და სამაგიდო თამაშის საშუალებით, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის პოპულარიზაციას მოზარდებსა და ახალგაზრდებში და რომელიც შეიქმნა UNFPA-სა და გამომცემლობა „პალიტრა L“-ის პარტნიორობის ფარგლებში.

UNFPA-სა და გამომცემლობა „პალიტრა L”-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პირველად 2022 წლის 30 ივნისს გაფორმდა, თუმცა გამომცემლობა „პალიტრა L”  2017 წლიდან უჭერს მხარს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ინიციატივებს.

ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით, მომზადდა და გამოიცა საბავშვო წიგნები „იავნანა ლილისთვის“ (ავტორი: ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ილუსტრატორი: სოფო კირთაძე, 2017) და „ლუნა და ციცინათელების პლანეტა“ (ავტორი: დათო გორგილაძე, ილუსტრატორი: თათია ნადარეიშვილი, 2022), კომიქსი “უჩინარი” (ავტორები: თათია ნადარეიშილი, მართა ურუშაძე და მიხეილ ციხელაშვილი, 2023) და სამაგიდო თამაში “პერსონა” (BG Era Games, 2023).