Go Back Go Back
Go Back Go Back

“დაე, იკითხოს თავისუფლებამ”

“დაე, იკითხოს თავისუფლებამ”

Story

“დაე, იკითხოს თავისუფლებამ”

calendar_today 28 February 2025

A photo of a bookshelf
ფოტო: ირაკლი გამსახურდია

13 თებერვალს გორის ხელოვნების სახლში, 19 თებერვალს - ზუგდიდის სოციალურ სივრცეში “მეგობარი”, 20 თებერვალს კი - ბათუმის სოციალურ ბარში “თავისუფალი სივრცე” “თანასწორობის კუთხეები” გაიხსნა და გამომცემლობა “ინტელექტის” ასამდე წიგნი შეემატა თანასწორობის, ქალებისა და გოგოების გაძლიერების, ტოლერანტობის და ადამიანის უფლებების შესახებ. 

A young woman standing at a bookshelf selecting a book
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

“თანასწორობის კუთხეები” გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივაა და მათ 2018 წლიდან, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აფუძნებს, რათა სკოლებში, ადგილობრივ ბიბლიოთეკებსა და თავშეყრის სხვადასხვა სივრცეეში, მოზარდებსა და ახალგაზრდებს ჰქონდეთ წვდომა თანამედროვე ლიტერატურაზე. 

“თანასწორობის კუთხეები” გორში, ზუგდიდსა და ბათუმში გაეროს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობისათვის” ფარგლებში, შვედეთის მხარდაჭერით გაიხსნა. ახლად გახსნილ კუთხეებში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გამომცემლობა „ინტელექტის“ ერთობლივი კამპანიით „დაე, იკითხოს თავისუფლებამ“ ადგილობრივი ახალგაზრდა მკითხველებისთვის მწერლებთან შეხვედრა და დისკუსია გამართა.

“გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს რეგიონებში ისეთი სივრცეების მხარდაჭერა, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ დისკუსიას და დიალოგს მათთვის მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებზე. “თანასწორობის კუთხე” მხოლოდ ბიბლიოთეკა არ არის. ეს არის სივრცე, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ იკითხონ წიგნები, იმსჯელონ მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე, გაცვალონ იდეები და გამართონ სიღრმისეული საუბრები” - ამბობს გაეროს მოსახლეობის ფონდის გენდერის ანალიტიკოსი, ნანა ავალიანი. 

Two men sitting together near a bookshelf
ზვიად კვარაცხელია და ივა ფეზუაშვილი გორის "თანასწორობის კუთხეში". ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

“მე მიამიტურად მჯერა, რომ განათლება და წიგნი არის ის პირველი ფუნდამენტი, რაზეც მერე შეიძლება დააშენო პიროვნება და ადამიანი... წიგნების პოპულარიზაცია, ბიბლიოთეკების გახსნა არის ის პირველი ნაბიჯი, რითიც ახალგაზრდები და არამარტო ისინი, შეიძლება სრულიად სხვა მიმართულებით შეატრიალო” - ამბობს მწერალი ივა ფეზუაშვილი, გორში ახალგაზრდა მკითხველთან შეხვედრის შემდეგ.

მწერალ ნესტან ნენე კვინიკაძის თქმით, რომელიც ინიციატივის ფარგლებში ზუგდიდში და ბათუმში შეკრებილ ახალგაზრდა მკითხველს შეხვდა, “ძალიან ბევრი და სიმბოლური დატვირთვა აქვს ერთ თაროს, და რამდენიმე წიგნსაც შეუძლია ცვლილებების მოტანა“.

„გულწრფელად მიხარია, რომ ეს ჩემთვის მესამე „თანასწორობის კუთხეა“, სადაც ვმონაწილეობ, ფიზიკურად ჩავდივარ და პირადი კონტაქტი მაქვს აუდიტორიასთან. იმიტომ, რომ რაც არ უნდა ინფორმირებული ვიყო, სად რა ცხოვრებაა, ყველამ ვიცით, რომ პირდაპირი დიალოგი ძალიან აახლოებს, ახალ პრობლემაზე დაგაფიქრებს“ - ამბობს ის.

Writer Nestan Nene Kvinikadze is sitting in front of a bookshelf, smiling
ნესტან ნენე კვინიკაძე ბათუმის "თანასწოორბის კუთხეში". ფოტო: ირაკლი ძნელაძე/UNFPA

„თანასწორობის კუთხის“ გახსნას და ნესტან ნენე კვინიკაძესთან შეხვედრას დაესწრო ბათუმელი ნინო ხალვაში. მისი თქმით, მის ქალაქში იშვიათია შეხვედრები, სადაც დისკუსიის ფორმატში განიხილება სხვადასხვა გამოწვევები, განსაკუთრებით, გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით.

„ძალიან კარგი ინიციატივაა „თანასწორობის კუთხე“, იმიტომ რომ „თავისუფალი სივრცე“, სადაც მან დაიდო ბინა, არის ახალგაზრდების შეკრების ადგილი და კარგი იქნება, რომ წიგნები დაემატა, რომლებიც თავისუფლებასთან გვაკავშირებს, გვახსენებს იმ ისტორიებს, რომლებიც გვაძლიერებს და განსაკუთრებით ქალებისთვის მხარდაჭერაა [ქვეყანაში] მიმდინარე მოვლენების ფონზე, მითუმეტეს“ - ამბობს ნინო.

A crowd of people including youth are sitting together listening to someone in front of them
ფოტო: ირაკლი ძნელაძე/UNFPA

შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელის მოადგილე ევა ატერლოფ ფრისელი, რომელიც ასევე ესწრებოდა ბათუმის “თანასწორობის კუთხის” გახსნას, ფიქრობს, რომ ამ სივრცეებს აქვს პოტენციალი, გახდეს ახალგაზრდა ქალებისა და კაცების შეხვედრის ადგილი, სადაც ისინი იმსჯელებენ საზოგადოებაში გავრცელებული გენდერული ნორმებისა თუ სხვა გამოწვევების შესახებ. 

“მოუთმენლად ველი კვლავ აქ დაბრუნებას და იმედს ვიტოვებ, რომ აქ დამხვდებიან ქალები და კაცები, გოგოები და ბიჭები, რომლებიც გენდერულ თანასოწორბაზე იმსჯელებენ” - ამბობს ის.

Representatives of UNFPA Georgia Nana Avaliani and SIDA Eva Atterlöv Frisell are standing together, talking
ფოტო: ირაკლი ძნელაძე/UNFPA

გამომცემლობა „ინტელექტის“ მთავარი რედაქტორი, ზვიად კვარაცხელია თვლის, რომ გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობით „თანასწორობის კუთხეების“ გახსნა რეგიონებში „საჭირო და სასარგებლო ინიციატივაა”: “სხვადასხვა სოციალური სივრცის თუ ახალგაზრდების თავშეყრის ადგილას იქნება უფასო სამკითხველოები - წიგნები, რომლებიც იციან და რომლებიც აინტერესებთ და ის წიგნები და ამბებიც, რომლებიც ჯერ მათთვის აღმოუჩენელია”.

Three women sitting in a panel are talking to the audience
"თანასწორობის კუთხის" გახსნა ზუგდიდში. ფოტო: ირაკლი გამსახურდია

წიგნები, რომელიც “თანასწორობის კუთხეებს” გადაეცემა, თემატურად დაკავშირებულია თანასწორობის, ტოლერანტობის და თავისუფლების იდეასთან, რაც შესაძლებლობას აძლევს მოზარდებს, თანამედროვე ლიტერატურის საშუალებით აიმაღლონ ცნობიერება უნივერსალურ ღირებულებებთან დაკავშირებით.

2018 წლიდან დღემდე UNFPA-ის ინიციატივით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 27 “თანასწორობის კუთხე” დაფუძნდა.