კვლევის მიზანს წარმოადგენს აივ ტესტირებასთან დაკავშირებული გამოწვევების ანალიზი ქცევითი მეცნიერების ჭრილში, იმ ბარიერებისა და მოტივატორების შესწავლა, რომლებიც უკავშირდება აივ-ზე ტესტირების ქცევას. ასევე, სერვისების ისეთ მოდელთა იდენტიფიცირება, რომლებსაც უპირატესობას ანიჭებენ სარისკო პოპულაციები და მისაღებია სერვისის მიმწოდებლებისათვის.