Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

UNFPA-მ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა

UNFPA-მ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა

News

UNFPA-მ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა

calendar_today 15 August 2018

12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატალია კანემმა, განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენი ამბიციური გლობალური მიზნები ვერ მიიღწევა ახალგაზრდების მნიშვნელოვანი მონაწილეობის გარეშე. ისინი ჩვენი მომავალი, ხოლო 1.8 მილიარდი მათგანი კი - აწმყოა.

მიუხედავად ამისა, ახალგაზრდები, განსაკუთრებით, მოზარდი გოგონები, რთული გამოწვევების წინაშე დგანან, როცა საქმე მათ ჯანმრთელობას, განათლებას და გადაწყვეტილებების მიღებას ეხება. საფრთხე, რომელიც დღეს მათ უფლებებსა და კეთილდღეობას ემუქრება, ხვალ ხელს შეუშლის მათ, მოახდინონ პოტენციალის სრული რეალიზება და გახდნენ პროცესებში ჩართული და პროდუქტიული მოქალაქეები. ჩვენ გვაქვს ძალა და პასუხისმგებლობა, ხელი შევუწყოთ ყველა გოგონასა და ბიჭის უსაფრთხო და ჯანსაღ გადასვლას მოზარდობიდან სრულწლოვანებაში. ახალგაზრდებისათვის ყველა სივრცე უსაფრთხო უნდა იყოს - იქნება ეს სახლი, საკლასო ოთახი, ჯანდაცვის ცენტრი, თუ მაგიდები, სადაც პოლიტიკის დოკუმენტებს და სამშვიდობო ხელშეკრულებების ეწერება ხელი.“

UNFPA-ს საქართველოს ოფისმა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად და გენდერული თანასწორობის გაძლიერების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის გასაზრდელად, ქალაქ მარნეულში რამდენიმე ღონისძიება გამართა.
მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში, მწერალი და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე, ახალგაზრდებს ესაუბრა თემაზე: რატომ გვჭირდება თანასწორობა?“
ჯავახიშვილის სახელობის პარკში გაიხსნა „თანასწორობის კედელი“, რომელიც მხატვარმა გიორგი გაგოშიძემ (გაგოშამ), ახალგაზრდებთან ერთად მოხატა.
პარკში გამართულ ღონისძიებაზე გამოიფინა დინა ოგანოვას დოკუმენტური ფოტოპროექტიგოგონა დაიბადა“, რომელიც თბილისში, კახეთსა და მარნეულში მცხოვრები იმ ოჯახების შესახებ გვიამბობს, რომელთაც მხოლოდ გოგონები ჰყავთ. ფოტოპროექტის მიზანია, აამაღლოს ცნობიერება გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკის შესახებ და ხაზი გაუსვას გოგონებისა და ვაჟების, როგორც შვილების, უფლებრივ თანასწორობას, მათ მიმართ თანაბარი მოპყრობის აუცილებლობას, მათი შესაძლებლობების ერთნაირად რეალიზების საჭიროებას.
 

Giorgi Gagoshidze (Gagosha), a Professional Street Artist.
გიორგი გაგოშიძე (გაგოშა), მხატვარი. 

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ნაწილია იმ საკომუნიკაციო კამპანიისა, რომელსაც UNFPA-ს საქართველოს ოფისი, შიდა ქართლის რეგიონში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებთან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან და მუნიციპალიტეტების ქალთა ოთახებთან ერთად ახორციელებს გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციისათვის, მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდისა და გენდერული სტეროტიპების შეცვლის მიზნით. კამპანია ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, სამწლიანი გლობალურ პროგრამისგენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის“ (2017-2019) ფარგლებში.