Go Back Go Back
Go Back Go Back

UNFPA განაგრძობს შეხვედრებს რელიგიურ ლიდერებთან ბავშვთა და ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისვის

UNFPA განაგრძობს შეხვედრებს რელიგიურ ლიდერებთან ბავშვთა და ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისვის

Story

UNFPA განაგრძობს შეხვედრებს რელიგიურ ლიდერებთან ბავშვთა და ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისვის

calendar_today 01 August 2024

A photo of two men and a woman sitting together. The men are both wearing black, while a women in wearing blue
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

ბავშვთა და ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენცია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც, ღრმად ფესვგადგმული სოციალური ნორმების ფონზე, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საქართველოში. 

2016 წლიდან, გაეროს მოსახლეობის ფონდი, რელიგიათაშორის საბჭოსთან და ორგანიზაცია „21-ე საუკუნესთან” თანამშრომლობით და ევროკავშირის მხარდაჭერით, მართავს შეხვედრებს სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებთან, ოჯახში ძალადობის, ბავშვთა და ადრეულ ასაკში ქორწინების, ქალებისა და გოგოების მიმართ საზიანო პრაქტიკების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. 

UNFPA Georgia representative Etuna Nogaideli is sitting at a table. She is wearing blue clothes
ეთუნა ნოღაიდელი. ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

UNFPA-ის პროგრამის ანალიტიკოსის, ეთუნა ნოღაიდელის თქმით, საზიანო პრაქტიკები განსაკუთრებით მძიმე კვალს ტოვებს ქალებისა და გოგოების ცხოვრებაში, განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, სადაც მსგავსი შემთხვევების მაჩვენებელი საგულისხმოა:

„რელიგიური ლიდერები თავიანთ თემში ძალიან დიდი ნდობითა და გავლენით სარგებლობენ. მათი მზაობა, რომ გაეროს მოსახლეობის ფონდთან ერთად, იმუშაონ ახალგაზრდებთან და მათ ოჯახებთან, ჩვენთვის ძალიან დამაიმედებელია“.

რელიგიურ გაერთიანებებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ იმ ძალისხმევაში, რასაც სახელმწიფო, საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად ატარებს მსგავსი საზიანო პრაქტიკების აღმოსაფხვრელად.

Four men sitting at a table. Two of them are wearing while, while the others are wearing dark suits
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ივლისში გამართული შეხვედრა მუსლიმ სასულიერი ლიდერებთან, სადაც განიხილეს ბავშვთა და ადრეულ ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკებზე რელიგიური ორგანიზაციების მხრიდან რეაგირების შესაძლო გზები ასევე მათი როლი ბავშვთა და ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევების გამოვლენის და რეფერირების პროცესში. 

როგორც თბილისის ჯუმა მეჩეთის იმამი, შირხან ჩობანოვი აღნიშნავს, ადრეულ ასაკში ქორწინების სურვილის შესახებ წლების წინ გაცილებით ხშირად მიმართავდნენ. ბოლო პერიოდში კი ძალიან შემცირდა მსგავსი სურვილით მიმართვიანობა.

A man wearing dark suit and white skirt is sitting on a yellow coach
შირხან ჩობანოვი. ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

„ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებდით ახალგაზრდებს, რომ როგორც რელიგიურად, ასევე კანონის მიხედვით, ეს არ იყო მიზანშეწონილი. ჩვენ ასევე ვუხსნიდით, რომ ამ ახალგაზრდებს ბევრი სხვა გამოწვევები აქვთ, რაც მთავარია, სწავლა და, რომ შემდგომ ეფიქრათ ოჯახის შექმნაზე. ჩვენმა აქტიურმა მუშაობამ, ჩართულობამ, რეკომენდაციებმა, ინფორმაციის გაზიარებამ, შედეგი გამოიღო. ჩვენს სიტყვას აქვს გავლენა და, ეტაპობრივად, ვგრძნობთ ცვლილებას როგორც თბილისში, ასევე  რეგიონებში.“

იმამებთან შეხვედრა გაიმართა პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ (მეორე ფაზის) ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.