Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

60+ კლუბებმა რუსთავსა და ქუთაისში ვაქცინაციის შესახებ შეხვედრებს უმასპინძლეს

60+ კლუბებმა რუსთავსა და ქუთაისში ვაქცინაციის შესახებ შეხვედრებს უმასპინძლეს

News

60+ კლუბებმა რუსთავსა და ქუთაისში ვაქცინაციის შესახებ შეხვედრებს უმასპინძლეს

calendar_today 24 November 2021

60+ კლულბის წევრი ქალები ფოტოებს იღებენ

19 და 24 ნოემბერს რუსთავსა და ქუთაისში არსებულმა მუნიციპალურმა სერვისმა „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ უმასპინძლა შეხვედრებს, რომლის ფარგლებშიც კლუბის წევრებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღებს ინფორმაცია. შეხვედრებს ორგანიზება გაუწია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა და ლიბერთი ბანკმა. 

19 ნოემბერს რუსთავის საქალაქო ბიბლიოთეკაში გამართული ღონისძიების სტუმრებს მიესალმნენ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ქავთარაძე და UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე.  

ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი/UNFPA

60+ კლუბის წევრებთან, ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა მედიცინის დოქტორმა, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორმა, მაია გოთუამ. ცნობილმა ფოტოგრაფმა, ნათელა გრიგალაშვილმა, კი 60+ კლუბის წევრებს თავისი ნამუშევრები გააცნო.  

24 ნოემბერს საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის, საბინე მახლის, იმერეთსა და გურიაში ვიზიტის ფარგლებში, მსგავს შეხვედრას უმასპინძლა ქუთაისის 60+ კლუბმა, სადაც კლუბის წევრებს შეხვდნენ ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე  და UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე.  

ფოტო: გიორგი კილაძე/UNFPA

60+ კლუბის წევრებთან, კოვიდ-19 პანდემიის დასამარცხებლად ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ამჯერად ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის წარმომადგენელმა, მაია (მაკა) რუხაძემ ისაუბრა. ცნობილმა შეფმა და რესტორატორმა, ქეთი ბაქრაძემ კი კლუბის წევრებს ლიბერთი ბანკის მიერ მოწყობილ ახალ სამზარეულო სივრცეში ჩაუტარა კულინარიული მასტერკლასი.

„60+ კლუბები“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივაა, რომელიც აქტიური დაბერების პოლიტიკის განხორციელებას და ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ეს არის წევრობაზე დაფუძნებული კლუბი, უფროსი თაობის სოციალიზაციის სივრცე, რომელიც აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის, ჰარმონიული და მრავალფეროვანი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. ლიბერთი ბანკი 2020 წლიდან არის რუსთავისა და ქუთაისის 60+ კლუბის აქტიური მხარდამჭერი.