Go Back Go Back
Go Back Go Back

„იავნანა ლილისთვის“ - კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში საბავშვო წიგნის პრეზენტაცია შედგა

„იავნანა ლილისთვის“ - კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში საბავშვო წიგნის პრეზენტაცია შედგა

Press Release

„იავნანა ლილისთვის“ - კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში საბავშვო წიგნის პრეზენტაცია შედგა

calendar_today 13 December 2017

კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში საბავშვო წიგნის, „იავნანა ლილისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომლის ტექსტიც მწერალ ალექსანდრე ლორთქიფანიძეს ეკუთვნის, ილუსტრაციები კი მხატვრებს - სოფო კირთაძეს და ეკატერინე ტაბლიაშვილს. წიგნი ერთი ჩვეულებრივი ოჯახის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, ოჯახის, სადაც დედა და მამა თანაბრად ინაწილებენ შვილების აღზრდის პასუხისმგებლობასა და საოჯახო საქმეებს, სადაც უახლოესი ადამიანები ერთმანეთზე ყოველდღიურად ზრუნავენ და სადაც ჰარმონია ურთიერთგაგებით, საერთო გამოწვევებისა და პრობლემების გააზრებითა და მათი გადაჭრის გზების ერთობლივად ძიებით მიიღწევა.

გამოცემის მიზანია, ხაზი გაუსვას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მამაკაცების, როგორც მზრუნველი მამების, მეუღლეებისა და პარტნიორების ჩართულობა შვილების აღზრდაში და საოჯახო საქმეებში, ქალთა, ბავშვთა, ოჯახების და ზოგადად, საზოგადოების და ქვეყნის კეთილდღეობისთვის და ნამდვილი გენდერული თანასწორობის მისაღწევად. უნდა აღინიშნოს, რომ არსებული სტერეოტიპები და დამკვიდრებული კლიშეები ხელს უშლით მამაკაცებს აიღონ პასუხისმგებლობა და მზრუნველი მამები, მეუღლეები, პარტნიორები და ოჯახის წევრები იყვნენ.  არსებული სოციალური ნორმები კვლევებითაც დასტურდება: 2013 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მიერ ჩატარებული კვლევის „კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“ მიხედვით, იმ კაცთა ხვედრითი წილი, რომლებიც 0-დან 6 წლის ჩათვლით ბავშვისთვის ყოველდღიურად ამზადებენ საჭმელს, უცვლიან ტანსაცმელს/საფენებს, აბანავებენ, მიჰყავთ საბავშვო ბაღში/სკოლაში, მიჰყავთ გასართობად და უკითხავენ წიგნებს, 18%-ს არ აღემატება.

კამპანია „კაცები ზრუნავენ“ ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით. კამპანიის მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების, მეუღლეებისა და პარტნიორების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით - საზოგადოების გაძლიერებას. მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა მამაკაცს, რომელიც კამპანიის იდეას იზიარებს.

ღონისძიება მიეძღვნა 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.