Go Back Go Back
Go Back Go Back

„ესმამ დაქოქა მანქანა“ - ამბავი მეგობრობის, ერთგულების და მხარდაჭერის შესახებ

„ესმამ დაქოქა მანქანა“ - ამბავი მეგობრობის, ერთგულების და მხარდაჭერის შესახებ

News

„ესმამ დაქოქა მანქანა“ - ამბავი მეგობრობის, ერთგულების და მხარდაჭერის შესახებ

calendar_today 27 მაისი 2022

საბავშვო თოჯინური სპექტაკლი "ესმამ დაქოქა მანქანა" ახალციხის თეატრირ რეგულარული რეპერტუარის ნაწილია
ფოტო: გაგა კაპანაძე/UNFPA

სპექტაკლი „ესმამ დაქოქა მანქანა“ ძალიან დროული და მნიშვნელოვანი პროექტია როგორც ჩემს შემოქმედებაში, ასევე იმ ბავშვების, მშობლებისა, პედაგოგებისთვის, ვინც მაყურებლის როლში მოგვევლინება და კიდევ ერთხელ შეძლებს დაფიქრდეს და გაიაზროს, თუ როგორი მნიშვნელოვანი და არსებითია გენდერული თანასწორობა საზოგადოებაში და, მითუმეტეს, ოჯახში,“ ამბობს თეატრალური პრემია „დურუჯის“ ლაურეატი ელენე მაცხონაშვილი.

სწორედ ელენე არის გაეროს მოსახელობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით, საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებასთან პარტნიორობით მომზადებული საბავშვო თოჯინური სპექტაკლის, „ესმამ დაქოქა მანქანა“ რეჟისორი.

A woman with short hair and a black suit holds a puppet
ფოტო: გაგა კაპანაძე/UNFPA

ელენეს აზრით, „საბავშვო სპექტაკლი განსაკუთრებით კარგი, ხარისხიანი,  დახვეწილი, გემოვნებით შეთხზული და გააზრებული უნდა იყოს“ და ბავშვებს „ლაღი, მშვიდი და დამაინტრიგებელი ტონით“ ესაუბრებოდეს სცენიდან მათთვის საინტერესო და თუნდაც გაუცნობიერებელ პრომბლემებზე, რათა „გავხდეთ მათი თანამოაზრენი და გაუჩინოთ თანადგომისა და ემპათიის განცდა.“

ასევე წაიკითხეთ: მემორანდუმის ხელმოწერა და საბავშვო სპექტაკლის „ესმამ დაქოქა მანქანა“ პრემიერა ახალციხის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში

მართლაც, „ესმამ დაქოქა მანქანა“ არის სპექტაკლი გოგოებისთვის და ბიჭებისთვის, რომლებიც ოცნებობენ, თანასწორობისკენ მიმავალ გზაზე სტერეოტიპებს ამსხვრევენ და სურთ, სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ, და მათი ოჯახებისთვის, რომლებიც ახალ თავგადასავლებს არ უშინდებიან და სქესის მიუხედავად, ამაყობენ თავიანთი შვილებით. ამავდროულად, ეს არის ამბავი მეგობრობის, ერთგულების და მხარდაჭერის შესახებ, რომელიც მოზარდებს ბევრ საკითხზე დააფიქრებს, მშობლებს კი ბავშვობაში დააბრუნებს. 

ხელოვნება ის უნივერსალური ენაა, რომლის საშუალებითაც, შეგვიძლია, არაერთ აქტუალურ საკითხზე დავაფიქროთ ადამიანები. გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი უკვე მრავალი წელია, აქტიურად იყენებს ინოვაციურ მიდგომებს, რათა უკეთ მისწვდეს სამიზნე აუდიტორიას და ამ გზით, სოციალურ ცვლილებებს შეუწყოს ხელი. მოხარული ვართ, რომ პროფესიონალების შესანიშნავ გუნდთან თანამშრომლობით, „ესმამ დაქოქა მანქანა“ შეიქმნა და ვიმედოვნებთ, რომ ის მალე გადაიქცევა ბავშვებისა და მშობლების საყვარელ სპექტაკლად,“ ამბობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე. 

“ესმამ დაქოქა მანქანა” ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი დრამატურგის, ალექს ჩიღვინაძის პირველი საბავშვო პიესაა, რომელიც საგანგებოდ დაიწერა გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივისთვის. 
 

The director of the play and the troupe of Akhaltsihke Theatre
ფოტო: გაგა კაპანაძე/UNFPA

„მიხარია, რომ პიესა იმ თემას ეძღვნება, რომელიც პირადად ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენი პიესაც არ დამიწერია, თითქმის ყველგან ირიბად ვეხები ამ საკითხს. თუმცა ხანდახან სათქმელი იმდენად ცხადია, რომ შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ პრობლემა აღარ არსებობს,“ ამბობს ალექსი. 

როგორ შეიძლება დღეს ვინმე გენდერული ნიშნით განსაზღვრავდეს შვილის დაბადება-არდაბადებას? ან როგორ შეიძლება "ბიჭობა" იყოს რაიმე სახის არგუმენტი, განათლების მიღების თუ სხვა ცხოვრებისეული შესაძლებლობებისთვის ან თუნდაც საოჯახო საქმის გადანაწილების კუთხით. და როგორ ველაპარაკოთ ამის შესახებ ბავშვებს, რომელებიც ამ უსამართლობას ყოველდღიურად ეჩეხებიან, ეჩვევიან, უყურებენ რა დედებს, დებს, ბებიებს, რომელთაც “მოვალეობების” თუ ტრადიციის სახელით, უსამართლოდ ჩაგრავენ,“ დასძენს ის. 

მისი თქმით, „ერთადერთი რაც ჩვენ, უფროსებს, ბავშვებისგან განგვასხვავებს“ გამოცდილებაა. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, „როგორ გავუზიაროთ მათ ეს გამოცდილება ისე, რომ არ გამოგვერიოს მენტორული ტონი, ქედმაღლობა, მთელი ის სიბრძნედ შენიღბული “სისულელე”, რომელიც მხოლოდ უფროსებს გვახასიათებს.“ 

ამიტომ ვეცადეთ, რომ  მოგვეხელთებინა ბავშვის პერსპექტივა, როგორ უყურებენ ბავშვები ამ საკითხებს. და როგორც კი ეს მოვახერხეთ, როგორც კი ამ პერსპექტივას მივუახლოვდით, მაშინვე ყველაფერი თავის ადგილას დადგა. კითხვებიც ბუნებრივად გაჩნდა, კრიტიკაც, ფორმაც, შინაარსიც და დრამატურგიაც.“

6-10 წლის ბავშვებისთვის განკუთვნილი სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება 2022 წლის 8 მაისს, ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრში გაიმართა. პიესა სომხურაც ითარგმნება და ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სოფლებში იმოგზაურებს. 28 მაისს კი სპექტაკლს თბილისელი მაყურებელიც იხილავს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში.

MoU signing between UNFPA Georgia CO and the Union of the National Professional Puppet Theatres of Georgia
ფოტო: გაგა კაპანაძე/UNFPA

სპექტაკლი მომზადდა გაეროს მოსახელობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით, სსიპ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებასთან პარტნიორობით, პროგრამის “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.