Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

მემორანდუმის ხელმოწერა და საბავშვო სპექტაკლის „ესმამ დაქოქა მანქანა“ პრემიერა ახალციხის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში

მემორანდუმის ხელმოწერა და საბავშვო სპექტაკლის „ესმამ დაქოქა მანქანა“ პრემიერა ახალციხის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში

News

მემორანდუმის ხელმოწერა და საბავშვო სპექტაკლის „ესმამ დაქოქა მანქანა“ პრემიერა ახალციხის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში

calendar_today 09 მაისი 2022

საბავშვო სპექტაკლის "ესმამ დაქოქა მანქანა" პრემიერა ახალციხის თოჯინების თეატრში
ფოტო: გაგა კაპანაძე/UNFPA

8 მაისიდან ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი მაყურებელს ახალი სპექტაკლით - „ესმამ დაქოქა მანქანა“ უმასპინძლებს. სპექტაკლის რეჟისორია თეატრალური პრემია „დურუჯის“ ლაურეატი ელენე მაცხონაშვილი, ხოლო პიესა ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატ დრამატურგს, ალექს ჩიღვინაძეს ეკუთვნის.

„ესმამ დაქოქა მანქანა“ გაეროს მოსახელობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით მომზადდა.

8 მაისს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და სსიპ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ და გაერთიანების ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ საბაშვილმა. 

ფოტო: გაგა კაპანაძე/UNFPA

მემორანდუმი მიზნად ისახავს ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ბავშვებისა და მშობლებისთვის განკუთვნილი, კულტურულად მგრძნობიარე და ასაკის შესაბამისი სპექტაკლების მომზადებას და ამ გზით, გენდერული თანასწორობის მიღწევის და საზიანო პრაქტიკების პრევენციის ხელშეწყობას. 

მემორანდუმის ხელმოწერის შემდგომ, ახალციხის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სპექტაკლის „ესმამ დაქოქა მანქანა“ საპრემიერო წარმოდგენა გაიმართა.

გაეროს მოსახლეობის ფონდისა და სსიპ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების თანამშრომლობის ფარგლებში, სპექტაკლი თეატრის რეგულარული რეპერტუარის ნაწილი გახდება და მისი ჩვენებები, პირველ ეტაპზე, სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით გაიმართება.

ფოტო: გაგა კაპანაძე/UNFPA

სპექტაკლი მომზადდა პროგრამის “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.