Go Back Go Back
Go Back Go Back

ჩემი სხეული, ჩემი ცხოვრება, ჩემი სამყარო - ახალი მოწოდება SDG თაობისთვის

ჩემი სხეული, ჩემი ცხოვრება, ჩემი სამყარო - ახალი მოწოდება SDG თაობისთვის

Statement

ჩემი სხეული, ჩემი ცხოვრება, ჩემი სამყარო - ახალი მოწოდება SDG თაობისთვის

calendar_today 12 August 2019

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის, ნატალია კანემის განცხადება ახალგაზრდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

პატარა თემებსა თუ დედაქალაქებში, ახალგაზრდები ყველგან ითხოვენ თავიანთი უფლებების რეალიზებას, უფლებების, რომელიც 25 წლის წინ, კაიროს მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე (ICPD) იქნა აღიარებული. მას შემდეგ, ათწლეულების განმავლობაში, ჩვენ, გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) უამრავ ახალგაზრდას დავუჭირეთ მხარი მოზარდობიდან ზრდასრულობის ასაკში გადასვლის პროცესში.

იმისთვის, რომ განვაახლოთ ჩვენი პასუხიმგებლობები და დავეხმაროთ ახალგაზრდებს, შეძლონ თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზება, ჩვენ ახალ ახალგაზრდულ სტრატეგიას წარმოდგიდგენთ - ჩემი სხეული, ჩემი ცხოვრება, ჩემი სამყარო. ეს სტრატეგია ახალგაზრდების საჭიროებებს, მისწრაფებებს და იდეალებს ჩვენი საქმიანობის საძირკვლად აქცევს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისა და 2030 წლამდე ICPD დღის წესრიგის შესრულების პროცესში.

სტრატეგია - ჩემი სხეული, ჩემი ცხოვრება, ჩემი სამყარო, ეფუძნება იმ ცოდნას, რომელიც ჩვენ ახალგაზრდების შესახებ ახალგაზრდებებისგან მივიღეთ, ათწლეულების განმავლობაში მათთან და მათთვის მუშაობის პროცესში. ათასობით ახალგაზრდა აქტივისტის და მხარდამჭერის ჩართულობით შექმნილი ეს სტრატეგია ზუსტად შეესაბამება Youth 2030 ხედვას.  Youth 2030 წარმოადგენს გაერთიანებული ერების უფრო მასშტაბურ ძალისხმევას ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და უფლებების დასაცავად და მათ გასაძლიერებლად, რათა მათ თვითონ შექმნან საკუთარი მომავალი და მონაწილეობა მიიღონ თავიანთი ქვეყნების განვითარების პროცესში.

სწორი ინფორმაციით აღჭურვილ და მომზადებულ ახალგაზრდებს აქვთ პოტენციალი, სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ. ამ პოტენციალის რეალიზება კი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუკი ახალგაზრდები იქნებიან ჯანმრთელები, განათლებულები და შეძლებენ, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები თავიანთი სხეულისა და ცხოვრების შესახებ. ჩვენ, UNFPA, მთავრობებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, განვითარების პარტნიორებთან, და რაც ყველაზე მთავარია, ახალგაზრდებთან ერთად ვმუშაობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ახალგაზრდებს აქვთ ცოდნა და ძალა, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები და აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ.

1994 წელს, მოსახლეობის და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე, მთავრობები შემთანხმდნენ, რომ დააკმაყოფილებდნენ მოზარდებისა და ახალგაზრდების, პირველ რიგში კი ახალგაზრდა ქალების განსაკუთრებულ საჭიროებებს - ხელმისაწვდომობას განათლებაზე, ჯანმრთელობაზე, საკონსულტაციო მომსახურებასა და მაღალი ხარისხის რეპროდუციული ჯანმრთელობის სერვისებზე. ეს დაპირება ბევრისთვის შესრულდა, თუმცა არა ყველასთვის. 

წელს, ნოემბერში, გაეროს მოსახლეობის ფონდი და დანიის და კენიის მთავრობები ICPD25ის თემაზე ნაირობის სამიტს გამართავენ, სადაც სახელმწიფოების მმართველები და მთავრობის მაღალი რანგის ოფიციალური პირები გამოიყენებენ შესაძლებლობას, განაახლონ ICPD– ის ხედვის რეალიზების პირობა - შექმნან სამყარო, სადაც ყველას - მათ შორის, ახალგაზრდებს - ხელი მოუწვდება სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციასა  და სერვისებზე. ახალგაზრდები ამ სამიტის მოწინავე და ძირითად ნაწილს წარმოადგენენ, ისინი გააზიარებენ თავიანთ იმედებს, გეგმებს, იდეებს, ლიდერობას, ენერგიას და კრეატიულობას ახალი სლოგანის ქვეშ - ჩემი სხეული, ჩემი ცხოვრება, ჩემი სამყარო!

დღეს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს, მე მოვუწოდებ ყველა მთავრობას, შეასრულოს პირობა, რომელიც, 25 წლის წინ, ქალებისა და ახალგაზრდების წინაშე დადო. შემოუერთდით ჩვენს მარშს ნაირობიში. ერთად ჩვენ საბოლოოდ შევძლებთ, ყველა ადამიანისთვის რეალობად ვაქციოთ უფლებები და არჩევანი.