Go Back Go Back
Go Back Go Back

Შეხვედრები უფროსკლასელებთან ქვემო ქართლში ბავშვობის ასაკში ქორწინების პრევენციისთვის გრძელდება

Შეხვედრები უფროსკლასელებთან ქვემო ქართლში ბავშვობის ასაკში ქორწინების პრევენციისთვის გრძელდება

News

Შეხვედრები უფროსკლასელებთან ქვემო ქართლში ბავშვობის ასაკში ქორწინების პრევენციისთვის გრძელდება

calendar_today 20 March 2024

Two adolescent girls sitting at a desk
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

ბავშვობის ასაკში ქორწინება ადამიანის უფლებათა დარღვევაა, რაც საფრთხეს უქმნის გოგოების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და ხელს უშლის მათ წინსვლასა და განვითარებას. 

საქართველოში ამ საზიანო პრაქტიკის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-თან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლაში უფროსკლასელებს ხვდება. 

A bunch of people standing in front of a blackboard in a classroom full of children
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

18 მარტს, ბავშვობის ასაკში ქორწინების შედეგებისა და პრევენციის შესახებ ქვემო ქართლის რეგიონში შესანიშნავ უფროსკლასელებს ვესაუბრეთ.  ქვემო ქართლის რეგიონის დაბა თამარისისა და თეთრიწყაროს საჯარო სკოლებში ბავშვის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკის შესახებ შეხვედრები გაიმართა.

“სამწუხაროდ, ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხვევებზე მსმენია, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, რადგან არ მქონდა საკმარისი ინფორმაცია. ახლა უკვე ვიცი “112”-ის განახლებული აპლიკაციის შესახებ, რომელსაც საჭირო და საინტერესო ფუნქციები აქვს. ნაადრევი ქორწინება ცუდია გოგოსთვისაც და ბიჭისთვისაც, რადგან მათ ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული მენტალური ჯანმრთელობა და შეიძლება ძალიან ცუდი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტრამვები მიადგეთ. გარდა ამისა, ადამიანმა ჯერ უნდა მიიღოს განათლება, გამოცდილება, ეკონომიკურად მოძლიერდეს და შემდეგ შექმნას ოჯახი“, სალომე აბჟანდაძე, 16 წლის, დაბა თამარისის საჯარო სკოლის მოსწავლე. 

Papers and headbands are scattered on the table. They have written on them: Do not deprive of childhood
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

“ადრეულ ასაკში ქორწინება არასწორია, რადგან ეს ბავშვს უქმნის მრავალ პრობლემას, როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურს. საქართველოში ხშირ შემთხვევაში, ფატალურადაც სრულდება”, დავით ვარდიაშვილი, 15 წლის, თეთრიწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლე. 

„112“-ის მობილური აპლიკაცია 2022 წელს განახლდა, 5 ენაზე ითარგმნა და მასში ინტეგრირდა ინფორმაცია ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინების შესახებ, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით. 

A women with blonde hair and black shirt is standing in front of children showing them somethin in her mobile phone
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA