Go Back Go Back
Go Back Go Back

შეხვედრა სამედიცინო პერსონალითან ბორჯომსა და ახალციხეში გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციისათვის

შეხვედრა სამედიცინო პერსონალითან ბორჯომსა და ახალციხეში გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციისათვის

News

შეხვედრა სამედიცინო პერსონალითან ბორჯომსა და ახალციხეში გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციისათვის

calendar_today 07 მაისი 2022

ფოტო: შალვა ხაჩიძე/UNFPA

6 მაისს ბორჯომსა და ახალციხეში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები სამედიცინო პეროსნალთან გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციის შესახებ. შეხვედრებს უძღვებოდნენ გაეროს მოსახლეობია ფონდის საქართველოს ოფისის პროგრამის ოფიცერი მარიკა ქურდაძე და მეან-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი; დ.ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თინათინ გაგუა. 

გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა გულისხმობს შვილის გაჩენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ნაყოფის სქესიდან გამომდინარე. სქესის შერჩევა შეიძლება მოხდეს როგორც ჩასახვამდე, ასევე პრენატალურ პერიოდში ნაყოფის სქესის დადგენით და სელექციური აბორტით, ან ორსულობის შემდეგ ახალშობილის ზრუნვაზე უარის თქმით/მიტოვებით. უმეტეს შემთხვევაში, ეს პრაქტიკა  მდედრობითი სქესის ნაყოფის მოცილებას  გულისხმობს, რაც ვაჟიშვილის ყოლისათვის უპირატესობის მინიჭებიდან გამომდინარეობს. 

სამედიცინო პროფესიონალები საზოგადოებაში განსაკუთრებული ნდობით სარგებლობენ და მოსახლეობასთან პირდაპირი კონტაქტი აქვთ, რაც ინფორმაციის გავრცელებისა და პოზიტიური გავლენის მოხდენის საშუალებას იძლევა. ექიმებს, გარდა მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის გაწეული ყოველდღიური უდიდესი წვლილისა, აქვთ შესაძლებლობა, იყვნენ სოციალურად თანასწორი საზოგადოების განვითარების ხელშემწყობნი და მონაწილენი.

კოლეგებთან და პაციენტებთანამ საზიანო პრაქტიკისა და მის შედეგებზე  საუბარი, და რაც მთავარია, ულტრასონოგრაფიულო კვლევის ეთიკურად და სოციალურად გამართლებული გამოყენება, მნიშვნელოვნად შეამცირებს გენდერული უთანასწორობით განპირობებულ სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკას საქართველოში, დაეხმარება სოციალურ-დემოგრაფიული ზიანის თავიდან აცილებას და ხელს შეუწყობს ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც გოგონაც და ვაჟიც თანაბრად სასურველი შვილები იქნებიან.

ულტრაბგერით კვლევას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსახლეობის რეპროდუქციული უფლებებისა და საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, თუმცა ის შეიძლება ისეთი დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების საშუალება გახდეს, სწორედ როგორიცაა გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა. აღნიშნულის თავიდან აცილება შესაძლებელია მაშინ, როდესაც ექიმი ინფორმირებული იქნება ამ საზიანო პრაქტიკის გავრცელების შესახებ და ორსულისთვის ნაყოფის სქესის გამხელა მხოლოდ 16 კვირის ვადის შემდეგ მოხდება.
 
შეხვედრები ჩატარდა პროგრამის „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული სხვა საზიანო პრაქტიკების პრევენციისთვის სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით.