Go Back Go Back
Go Back Go Back

ქართულ-სომხურენოვანი საინფორმაციო პლატფორმა „განძის“ პრეზენტაცია

ქართულ-სომხურენოვანი საინფორმაციო პლატფორმა „განძის“ პრეზენტაცია

News

ქართულ-სომხურენოვანი საინფორმაციო პლატფორმა „განძის“ პრეზენტაცია

calendar_today 04 November 2021

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია საფარის პარტნიორობის ფარგლებში 3 ნოემბერს თბილისში ქართულ-სომხურენოვანი საინფორმაციო პლატფორმა "განძის" პრეზენტაცია გაიმართა.

ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარი”, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით,  ხელს უწყობს  ქალებისა და გოგონების მიმართ არსებული საზიანო პრაქტიკების პრევენციას და რეპროდუქციული უფლებებისა და ჯანმრთელობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას ეთნიკურ უმცირესობებში. სწორედ აღნიშნული პარტნიორეობის  ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა “განძი”.

პლატფორმა მიზნად ისახავს საქართველოს სომხურენოვანი მოსახლეობისთვის, განასაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის, ადამიანის უფლებებთან, გენდერული თანასწორობის საკითხებთან, საზიანო პრაქტიკებთან, რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან და უფლებებთან, და სხვა ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას ქართულ და სომხურ ენებზე.

ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

"განძის" აუდიტორია, ახალგაზრდების გარდა, არის საქართველოს ნებისმიერი ასაკისა და ინტერესის სომხურენოვანი მოსახლეობა, რადგან ეთნიკური უმცირესობებისთვის დღემდე ძირითად გამოწვევად რჩება  თანამედროვე და სანდო ინფორმაციის მიღება მათთვის მნიშვნელოვანი  საკითხების შესახებ. ახალგაზრდების განვითარებასთან, მათ უფლებებსა და არჩევანთან დაკავიშირებული ინფორმაციის მიწოდება კრიტიკულად მნიშნველოვანია თანასწორი და ჰარმონიული საზოგადოების მშენებლობისთვის, და პროგრესის დასაჩქარებლად.

მიმდინარე პანდემიის პირობებში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გოგოებს, ისევე, როგორც ბიჭებს, განსაკუთრებით კი ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ თემებში, ჰქონდეთ შეუზღუდავი წვდომა ტექნოლოგიებზე, რათა მოიპოვონ სანდო ინფორმაცია, მიიღონ განათლება, გაიუმჯობესონ ტექნიკური უნარ-ჩვევები და, სურვილისებრ, თავადაც გახდნენ ცვლილებების შემოქმედი. 

ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

"განძი" თანასწორობის, სოლიდარობის, ურთიერთდახმარებისა და ტოლერანტობის პრინციპებზე დაფუძნებული ონლაინ პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს ინფორმირებულობის გაზრდას, ცნობიერების ამაღლებას და კრიტიკული ხედვის განვითარებას ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ახალგაზრდებში, რათა მათ შეძლონ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, მათ უფლებებთან, შესაძლებლობებთან და განვითარებასთან დაკავშირებულ მნიშნველოვან საკითხებზე. 

პლატფორმა შეიქმნა პროექტის “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული საზიანო პრაქტიკების პრევენცია სამხრეთ კავკასიაში” ფარგლებში, რომელიც ხორციერდება გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.