Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

სამედიცინო უნივერსიტეტში ანტენატალური მეთვალყურეობის ონლაინ სასწავლო კურსის პრეზენტაცია გაიმართა

სამედიცინო უნივერსიტეტში ანტენატალური მეთვალყურეობის ონლაინ სასწავლო კურსის პრეზენტაცია გაიმართა

News

სამედიცინო უნივერსიტეტში ანტენატალური მეთვალყურეობის ონლაინ სასწავლო კურსის პრეზენტაცია გაიმართა

calendar_today 16 July 2018

2018 წლის 13 ივლისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ანტენატალური მეთვალყურეობის ონლაინ სასწავლო კურსის პრეზენტაცია შედგა. ღონისძიება ჩატარდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ორგანიზებით. პროგრამას მხარი დაუჭირა  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.
ანტენატალური მეთვალყურეობის ონლაინ სასწავლო კურსი დაფუძნებულია უკანასკნელ წლებში მსოფლიოში მიღებულ ახალ, მაღალი სანდოობის მქონე სამეცნიერო მტკიცებულებებზე და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლეს რეკომენდაციებზე.
სასწავლო კურსი, რომელიც ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი და რომლის ძირითად სამიზნე აუდიტორიასაც რეზიდენტები და ჯანდაცვის სისტემის ყველა დონეზე მოღვაწე ექიმები წარმოადგენენ, სერვისის მიმწოდებლებს მაღალი ხარისხის, თანმიმდევრულ ტრენინგს სთავაზობს ანტენატალური მეთვალყურეობის თანამედროვე მეთოდებისა და პრაქტიკის შესახებ. კურსი ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს: „სწავლა, პრაქტიკა, ცოდნის შემოწმება“ და, შესაბამისად, ითვალისწინებს ტესტირებასაც, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში სამედიცინო სფეროს პროფესიონალები სერტიფიკატებს მიიღებენ.
ანტენატალური მეთვალყურეობის ონლაინ სასწავლო კურსი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნა და მნიშვნელოვან სიახლეს გვთავაზობს დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების მიმართულებით - ხარისხიანი ონლაინ კურსების არსებობა მეტად კომფორტულ გარემოს ქმნის ტრენინგის მონაწილეთათვის, რომელთაც სამუშაო გარემოს მოწყვეტის გარეშე ექნებათ ახალი ცოდნის შეძენისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა. ეს კი ხელს შეუწყობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.
კურსის პრეზენტაციას დაესწრნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროს ექსპერტები, რეზიდენეტები, სტუდენტები.