Go Back Go Back
Go Back Go Back

სამედიცინო კონფერენცია/ტრენინგი: ოჯახის დაგეგმვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის

სამედიცინო კონფერენცია/ტრენინგი: ოჯახის დაგეგმვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის

News

სამედიცინო კონფერენცია/ტრენინგი: ოჯახის დაგეგმვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის

calendar_today 05 July 2021

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 2021 წლის 23 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, საქართველოს 5 ქალაქში - თელავში, თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში სამედიცნო კონფერენცია/ტრენინგი ჩატარდა თემაზე -„ოჯახის დაგეგმვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის“.

ტრენინგების სერია გაეროს ერთობლივი პროგრამის „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც SDG ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ღონისძიებას უძღვებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივესიტეტის რეპროდუქციული ჯანმრთელობის დეპარტამენტის პროფესორი ზაზა ბოხუა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივესისტეტის კლინიკის პროფესორი გიორგი ცერცვაძე და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის სოციალური პოლიტიკის ოფიცერი ნუცი ოდიშარია. 

ღონისძიებას 90-ზე მეტი მეან-გინეკოლოგი და ოჯახის ექიმი დაესწრო. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია თსსუ-ის პლატფორმაზე განთავსებული აკრედიტირებული ონლაინ კურსის „ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების“ შესახებ, რომელიც თსსუ-ის და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლობის საფუძველზე, გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით მომზადდა. 

ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეებთან ერთად ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის ძირითადი ასპექტებისა და გამოწვევების განხილვას, მათთვის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული შშმ ქალთა ოჯახის დაგეგმვის სტანდარტული ოპერაციული პროცედურის გაცნობას, შშმ პირთა უფლებების საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ჭრილში პრეზენტაციასა და ჯანდაცვის მომსახურების როლის გამოკვეთას.