Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

რეპროდუქციული უფლებები ადამიანის უფლებებია

რეპროდუქციული უფლებები ადამიანის უფლებებია

News

რეპროდუქციული უფლებები ადამიანის უფლებებია

calendar_today 21 November 2017

2017 წლის 22 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი პროექტის „რეპროდუქციული უფლებები ადამიანის უფლებებია“ პრეზენტაციას გამართავს და ქვეყნის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებთან მიმართებაში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ ეროვნული პოლიტიკისა და კანონმდებლობის ანალიზს (სამაგიდო კვლევა) წარადგენს.

კვლევა მოიცავს ქვეყანაში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კუთხით არსებული ვითარების მიმოხილვას, სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული საქმიანობის შეფასებასა და რეკომენდაციებს. დოკუმენტი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ტექნიკური მხარდაჭერით მოამზადა.

ღონისძიებაზე ასევე გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისს შორის. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, 2018 წელს განხორციელდება ეროვნული კვლევა, საქართველოში არსებული სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების ხელმისაწვდომობის, მათი განხორციელებისა და დაცვის კუთხით არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესაფასებლად.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის,  სამთავრობო სტრუქტურების, სამეცნიერო წრეების, კვლევითი ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ზემოაღნიშნული თანამშრომლობა მიმდინარეობს 2017-2020 წლებში გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის მიერ ფინანსდება.