Go Back Go Back
Go Back Go Back

კრიზისი კრიზისის ფარგლებში: ახალი კორონავირუსის მძვინვარების ფონზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მეტი ინვესტიცია, რათა ბოლო მოეღოს ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრების პრაქტიკას

კრიზისი კრიზისის ფარგლებში: ახალი კორონავირუსის მძვინვარების ფონზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მეტი ინვესტიცია, რათა ბოლო მოეღოს ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრების პრაქტიკას

Press Release

კრიზისი კრიზისის ფარგლებში: ახალი კორონავირუსის მძვინვარების ფონზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მეტი ინვესტიცია, რათა ბოლო მოეღოს ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრების პრაქტიკას

calendar_today 06 February 2022

ნიუ იორკი, 2022 წლის 6 თებერვალი – „ერთდროულად მიმდინარე მრავალი კრიზისი მილიონობით გოგონას სასქესო ორგანოების დასახიჩრების რისკის წინაშე აყენებს.

ქვეყნები, რომლებიც თავგანწირვით ცდილობენ გაუმკლავდნენ მზარდ სიღარიბეს, უთანასწორობას და კონფლიქტებს, დღითიდღე უფრო რწმუნდებიან იმაში, რომ ახალი კორონავირუსის პანდემია საფრთხეს უქმნის ამ მავნე პრაქტიკის დასასრულებლად წლობით გაწული ძალისხმევის შედეგს, რაც მსოფლიოში ყველაზე მოწყვლადი და მარგინალიზებული გოგონებისთვის ქმნის კრიზისს კრიზისის ფარგლებში.

„ვიდრე მსოფლიოს ახალი კორონავირუსის პანდემია დაატყდებოდა თავს, პროგნოზის თანახმად, 2015 წლიდან 2030 წლამდე პერიოდში, ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრების საფრთხის წინაშე, მსოფლიო მასშტაბით, 68 მილიონი გოგონა აღმოჩნდებოდა. ვინაიდან პანდემიის გამო სკოლებში  ჩერდება სასწავლო პროცესი და იხურება პროგრამები, რომლებიც ამ მავნე პრაქტიკისგან გოგონების დაცვას ემსახურება, მომდევნო ათწლეულში, დამატებით 2 მილიონი გოგონა შეიძლება გახდეს ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრების მავნე პრაქტიკის მსხვერპლი.  

ზოგიერთ ქვეყანაში მოსახლეობის სწრაფი ზრდის გამო, იზრდება ამ რისკის წინაშე დგომი გოგონების რაოდენობა, რაც კიდევ უფრო მეტ აქტუალურობას სძენს ამ მავნე პრაქტიკის 2030 წლისთვის აღმოფხვრის გლობალურ ძალისხმევას, ასაც მდგრადი განვითარების მიზნები ითვალისწინებს.  

ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება ზიანს აყენებს გოგონების სხეულს, საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს და მომავალს. ეს მავნე პრაქტიკა არღვევს ადამიანის უფლებებს. მხოლოდ ერთობლივი, შეთანხმებულ და სათანადოდ დაფინანსებულ ძალისხმევით არის შესაძლებელი ამ მავნე და საზიანო პრაქტიკის დასრულება ყველგან.

ახლა, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება ცდილობს შეიმუშაოს და დანერგოს პროგრამები, პანდემიის შედეგად დაზარალებული გოგონებისა და ქალების დასახმარებლად, აუცილებელია ინვესტიციების წახალისება ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრების დასასრულებლად საჭირო ძალისხმევაში. დაახლოებით 2,4 მილიარდი დოლარია საჭირო ამ პრაქტიკის აღმოსაფხვრელად პრიორიტეტულად აღიარებულ 31 ქვეყანაში. კონკრეტულად:

  • საჭიროა ინვესტიცი გოგონებისა და ქალების გაძლიერებისა და ამ პრაქტიკის შედეგად დაზარალებული და  სასქესო ორგანოების დასახიჩრების რისკის ქვეშ მყოფი გოგონებისა და ქალების ადეკვატურ მომსახურებებით უზრუნველყოფისა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილების მიმართულებით
  • საჭიროა ინვესტიცია პარტნიორული ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობასა და მოკავშირეების - მათ შორის კაცებისა და ბიჭები, ქალთა ორგანიზაციების, თემთა ლიდერებისა და ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების პრაქტიკის ყოფილი მიმდევრების მობილიზებაში - ამ საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით.
  • საჭიროა ინვესტიცია ეროვნულ დონეზე კანონების შემუშავებასა და აღსრულებაში და შესაბამისი ინსტიტუტების გაძლიერებაში.

უკანასკნელ დრომდე, ამ მიმართულებით პროგრესი აშკარა და გაზომვადი იყო. დღეს გოგონები ერთი მესამედით ნაკლები რაოდენობა ხდება ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრების მსხვერპლი, ვიდრე 30 წლის წინ, და ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ამ საზიანო პრაქტიკის ყველაზე ფართოდ გავრცელების მქონე ქვეყნებში, ორჯერ გაიზარდა იმ გოგონებისა და ქალების წილი, რომლებიც ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრების წინააღმდეგ გამოდიან.

სწორედ ეს მიღწევები ახლა უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგას. გლობალურ ძალისხმევით უნდა შენარჩუნდეს წინსვლისკენ აღებული კურსი და წლების მანძილზე მიღწეული შედეგები უნდა გაუმჯობესდეს, ამ მავნე პრაქტიკის ერთხელ და სამუდამოდ დასასრულებლად.  

 

###

შენიშვნები რედაქტორებისთვის

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ერთობლივი პროგრამა, რომელიც ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების პრაქტიკის აღმოფხვრას ემსახურება, ითვალისწინებს ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრების წინააღმდეგ ინტერვენციებს 17 ქვეყანაში, სადაც აღნიშნული საზიანო პრაქტიკა ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული. პროგრამა საშუალებას აძლევს გოგონებსა და ქალებს გააცნობიერონ თავიანთი უფლებები ჯანმრთელობის, განათლების, შემოსავალებისა და თანასწორობის მიმართულებით, რათა ხელი შეუწყონ ძალაუფლების დისბალანის დასრულებას, რომელიც საფუძვლად უდევს ამ მავნე პრაქტიკას.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო პირებს:
ჰელენ უილი: Helen Wylie, UNICEF New York, Tel: +1 917 244 2215, hwylie@unicef.org
ზინა ალამი: Zina Alam, UNFPA New York, +1 929 378 9431, zialam@unfpa.org

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) საკუთარ საქმიანობას ახორციელებს მსოფლიოს ყველაზე დაუცველ და რთული სიტუაციის მქონე ადგილებში, რათა დაეხმაროს მსოფლიოს ყველაზე დაუცველ ბავშვებს. 190-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე, ჩვენ ვმუშაობთ ყველა ბავშვისთვის, ყველგან, ყველასთვის უკეთესი მსოფლიოს შესაქმნელად.

გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და მისი საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდს: www.unicef.org

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქმიანობას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ შემდეგი სოციალურ ქსელების საშუალებით: TwitterFacebookInstagram და YouTube

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) შესახებ

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) წარმოადგენ გაეროს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტო. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მისიაა შექმნას მსოფლიო, სადაც ყველა ორსულობა სასურველია, ყოველი მშობიარობა უსაფრთხო და ყველა ახალგაზრდა ადამიანის პოტენციალი რეალიზებული. გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) მოწოდებაა ყველა ადამიანის რეპროდუქციული უფლებების რეალიზება და იგი მხარს უჭერს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურებათა ფართო სპექტრის ხელმისაწვდომობას.

გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და მისი საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდს: www.unfpa.org

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქმიანობას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ შემდეგი სოციალურ ქსელების საშუალებით:  Twitter, FacebookInstagram და YouTube