Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

თბილისსა და ქუთაისში კედლები კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ილუსტრაციებით მოიხატა

თბილისსა და ქუთაისში კედლები კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ილუსტრაციებით მოიხატა

News

თბილისსა და ქუთაისში კედლები კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ილუსტრაციებით მოიხატა

calendar_today 14 December 2021

მამა შვილებთან ერთად მისეირნობს

თბილისსა და ქუთაისში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, კედლები კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ილუსტრაციებით მოიხატა.

თბილისში, გურამიშვილის გამზირის #80-ზე მდებარე კორპუსი სოფო კირთაძის ილუსტრაციით მოხატა ორგანიზაცია „ნიკომ“. ილუსტრაციაზე გამოსახული არიან მამა, შვილები და ძაღლი პარკში სეირნობის დროს. 

კედელი მოიხატა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. 

ფოტო: Chelo Photo Art

ქუთაისში, დავით აღმაშენებლის ქუჩის #53-ში მდებარე კორპუსის კედელი კი ასევე სოფო კირთაძის ილუსტრაციით მხატვარმა ლია უკლებამ მოხატა. ილუსტრაციაზე გამოსახული არიან მამა და შვილები წიგნის კითხვის დროს.

ილუსტრაცია შეიქმნა გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისათვის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანასური მხარდაჭერით, ხოლო კედელი კი მოიხატა პროგრამის "ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.
 

ფოტო: დათო მირზაშვილი/MenCare

ორივე ნახატი ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კაცების, როგორც მზრუნველი მამების, მეუღლეებისა და პარტნიორების ჩართულობა შვილების აღზრდაში და საოჯახო საქმეებში, ქალთა, ბავშვთა, ოჯახების და ზოგადად, საზოგადოების და ქვეყნის კეთილდღეობისთვის და ნამდვილი გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ მიმდინარეობს UNFPA-ს საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ვიზრუნოთ ერთად“ თანამშრომლობით. მისი მიზანია წაახალისოს კაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა კაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას, და ამ გზით - ქალების სოციალურ და ეკონომიურ მონაწილეობას და საზოგადოების გაძლიერებას. კამპანიაში მონაწილეობა შეუძლია ყველა კაცს, რომელიც მის იდეას იზიარებს.