Go Back Go Back
Go Back Go Back

ელექტრონული კურსი ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების შესახებ

ელექტრონული კურსი ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების შესახებ

News

ელექტრონული კურსი ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების შესახებ

calendar_today 17 March 2021

საქართველოს სახალხო დამცველის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის თანამშრომლობით, შემუშავდა ონლაინ სასწავლო კურსი ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების შესახებ.

ონლაინ სასწავლო კურსი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზეა განთავსებული და მის სამიზნე ჯგუფს მეანობა–გინეკოლოგიაში და ფსიქიატრიაში სერტიფიცირებული ექიმები წარმოადგენენ. იგი აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებული პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ და მინიჭებული აქვს 6 კრედიტ-ქულა. კურსი შედგება სამი მოდულისგან და თანდართული ტესტებისგან (სავარაუდო პასუხებით).

ეს სიახლე მეანობა–გინეკოლოგიაში და ფსიქიატრიაში სერტიფიცირებულ ექიმებს დაეხმარება, გაიღრმავონ ცოდნა ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ქალთა ჯანმრთელობის მართვის, მათი უფლებების და სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების შესახებ.

პროგრამა დაფუძნებულია სახალხო დამცველის მიერ, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით 2019 წელს ჩატარებული კვლევის „ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მდგომარეობა ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში“ შედეგად გამოვლენილ საჭიროებებზე. პროგრამა მომზადდა გაეროს ორი ერთობლივი პროგრამის ფარგლებში: „გენდერული თანასწორობისთვის“, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით, და „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საქართველოში“, რომელიც მიმდინარეობს მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის (SDG Fund) მხარდაჭერით.