Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

გლობალურად, თითქმის ყოველ მეორე ქალს არ აქვს უფლება და შესაძლებლობა თავისი სხეულის ავტონომია დაიცვას, აღნიშნულია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ანგარიშში „ჩემი სხეული მე მეკუთვნის“

გლობალურად, თითქმის ყოველ მეორე ქალს არ  აქვს უფლება და შესაძლებლობა თავისი სხეულის ავტონომია დაიცვას, აღნიშნულია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ანგარიშში „ჩემი სხეული მე მეკუთვნის“

Press Release

გლობალურად, თითქმის ყოველ მეორე ქალს არ აქვს უფლება და შესაძლებლობა თავისი სხეულის ავტონომია დაიცვას, აღნიშნულია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ანგარიშში „ჩემი სხეული მე მეკუთვნის“

calendar_today 15 April 2021

MY BODY IS MY OWN

სხეულის ავტონომიის დარღვევის ფორმებში შედის სექსუალური ძალადობა, ბავშვთა/ადრეული ქორწინება, ღირსების გამო მკვლელობა და სხვა.

 

 

ნიუ იორკი/სტამბოლი, 2021 წლის 14 აპრილი - 57 ქვეყანაში მცხოვრები ქალების თითქმის ნახევარს უფლება არ აქვს, რომ თავად გადაწყვიტო, ჰქონდე თუ არა სექსი თავის პარტნიორთან, გამოიყენოს თუ არა კონტრაცეპტივები, ან სამედიცინო დახმარება მოიძიოს, ნათქვამია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) 2021 წლის საფლაგმანო ანგარიშში „მსოფლიოს მოსახლეობის მდგომარეობა“, რომელიც დღეს გამოქვეყნდება.

 

პირველად ხდება, რომ გაერო თავის ანგარიშში სხეულის ავტონომიაზე ამახვილებს ყურადღება; ეს კონცეფცია გულისხმობს საკუთარ სხეულთან დაკავშირებით არჩევანის გაკეთების ძალაუფლებას ძალადობის ან სხვების გადაწყვეტილებების თავს მოხვევის შიშის გარეშე. სხეულზე ავტონომიის ნაკლებობას ყოველი ქალისა და გოგოსთვის სიღრმისეული ზიანი მოაქვს ინდივიდუალურ დონეზე, თუმცა, ზიანი კიდევ უფრო მასშტაბურია: პოტენციურად კლებადი ეკონომიკური პროდუქტიულობა, უნარების დაქვეითება, ასევე ჯანდაცვასა და სასამართლო სისტემებთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების ზრდა.

 

 

მთავარი მიგნებები: სხეული ჩემია, მაგრამ მასთან დაკავშირებული არჩევანი - არა

 

ამ საეტაპო მნიშვნელობის ანგარიშით, UNFPA ზომავს როგორც ქალების უფლებამოსილებას თავად მიიღონ გადაწყვეტილებები საკუთარი სხეულის თაობაზე, ასევე იმასაც, თუ ქვეყნებში არსებული კანონები რამდენად უჭერს მხარს, ან ერევა ქალის უფლებებში, რომ ამგვარი გადაწყვეტილებები მიიღონ. მონაცემები ცხადყოფს, რომ მჭიდრო კავშირი არსებობს გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლებასა და განათლების მაღალ დონეს შორის.

 

 

ანგარიშ ნაჩვენებია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მონაცემები ხელმისაწვდომია:

  • ქალების მხოლოდ 55 პროცენტია სრულად უფლებამოსილი გააკეთოს არჩევანი  ჯანდაცვ და კონტრაცეფციასთან დაკავშირებით და ასევე შეუძლია, რომ სექსზე თანხმობა, ან უარი თქვას.
  • ქვეყნების მხოლოდ 71 პროცენტში არის გარანტირებული წვდომა დედათა ჯანმრთელობის მომსახურებაზე.
  • ქვეყნების მხოლოდ 75 პროცენტში არის სამართლებრივ დონეზე უზრუნველყოფილი სრულდა თანაბარხელმისაწვდომობა კონტრაცეფციაზე.
  • ქვეყნების მხოლოდ 80-მდე პროცენტ აქვს სექსუალური ჯანმრთელობი და კეთილდღეობის ხელშემწყობი კანონები.
  • ქვეყნების მხოლოდ 56-მდე პროცენტში არსებობს კანონებ და პოლიტიკ, რომელიც მხარს უჭერს ყოვლისმომცველ განათლებას ადამიანის სექსუალობის შესახებ.

 

„ყველასთვის შემაშფოთებელი უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ქალების თითქმის ნახევარს ჯერ კიდევ არ შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილების მიღება  იმის შესახებ, ჰქონდეს თუ არა სქესობრივი კავშირი, გამოიყენოს თუ არა კონტრაცეფცია, ან სამედიცინო დახმარება მოიძიოს, - აღნიშნავს UNFPA-ს აღმასრულებელი დირექტორი, დოქტორი ნატალია კანემი. არსებითად, ასობით მილიონ ქალ და გოგონა საკუთარ სხეული თავად არ ეკუთვნის. მათ ცხოვრებას სხვები მართავენ.

 

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებში, სადაც მონაცემები ხელმისაწვდომია, ქალებს უფრო მეტად აქვთ სხეულზე ავტონომია. თუმცა წილი იმ ქალებისა, რომლებიც არ არიან საკმარისად გაძლიერებული იმისთვის, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები ჯანდაცვაზე, კონტრაცეფციაზე და არ აქვთ შესაძლებლობა, განაცხადონ თანხმობა ან უარი სექსზე, კვლავაც მნიშვნელოვნად მაღალია: 19 პროცენტი უკრაინაში, 23 პროცენტი ყირგიზეთში, 31 პროცენტი ალბანეთში და 34 პროცენტი სომხეთში. ტაჯიკეთში ქალების 67 პროცენტს არ შეუძლია დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება ამ ფუნდამენტურ საკითხებზე.

ანგარიშში ასევე დოკუმენტირებულია ბევრი სხვა გზა, თუ როგორ ირღვევა ქალების, მამაკაცების, გოგოების და ბიჭების ავტონომია თავიანთ სხეულზე:

  • ოც ქვეყანაში თუ ტერიტორიაზე მოქმედებს კანონი „მოძალადეზე დაქორწინების შესახებ“, სადაც მამაკაცს შეუძლია სისხლისსამართლებრივ დევნას გაექცეს, თუ ის დაქორწინდება იმ ქალზე ან გოგოზე, რომელიც გააუპატიურა.
  • ორმოცდასამ ქვეყანაში არ არსებობს კანონმდებლობა დაქორწინებულ პირებს შორის გაუპატიურების შესახებ (გაუპატიურება მეუღლის მიერ).
  • 30-ზე მეტ ქვეყანაში შეზღუდულია ქალების უფლება გადაადგილდნენ სახლის გარეთ
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოები და ბიჭები თითქმის სამჯერ უფრო მეტი ალბათობით შეიძლება დაექვემდებარონ სექსუალურ ძალადობას და ამ თვალსაზრისით, გოგოებყველაზე დიდი რისკის წინაშე დგანან.

 

გამოსავალი: ძალაუფლება, რომ ვთქვათ „დიახ“ და უფლება, რომ ვთქვათ „არა“

ანგარიშში ნაჩვენებია, თუ როგორ შეიძლება, რომ ძალადობის აღმოფხვრაზე მიმართულმა ქმედებებმა კიდევ უფრო მეტად გამოიწვიოს სხეულის ავტონომიის შემდგომი დარღვევა. მაგალითად, გაუპატიურების საქმის გამოსაძიებლად, სისხლის სამართლის მართლმსჯულების სისტემა შეიძლება მოითხოვდეს, რომ ძალადობაგამოვლილმა პირმა ინვაზიური, ე.წ. ქალწულობის შემოწმება გაიაროს.

ანგარიშის თანახმად, ყველა ქმედება, მიმართული რეალური გამოსავლის მისაღწევად, დაზარალებულთა საჭიროებებს და გამოცდილებებს უნდა ითვალისწინებდეს.

 

 

„სხეულის ავტონომია არის საფუძველი ადამიანის ყველა უფლებით, მათ შორის, ჯანმრთელობისა და ძალადობისგან თავისუფალი ცხოვრების უფლებით სარგებლობისთვის,“ ამბობს ალანა არმიტაჯი, გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი.

 

 ქალი, რომელიც საკუთარ სხეულს თავად აკონტროლებს, უფრო მეტ ძალაუფლებას ფლობს თავისი ცხოვრების სხვა სფეროებშიც. ის უფრო მეტს აღწევს არა მარტო ავტონომიის კუთხით, არამედ ასევე ჯანმრთელობის და განათლების, შემოსავლის და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამ შემთხვევაში უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ წარმატებული იყოს ქალი და ასევე მისი ოჯახიც,“ აღნიშნავს გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ნატალია კანემი.

 

 

„მსოფლიოს მოსახლეობის მდგომარეობის“ ანგარიში UNFPA-ს ყოველწლიურ საფლაგმანო გამოცემას წარმოადგენს, რომელიც 1978 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება. მასში გაშუქებული და წინა პლანზე წამოწეულია სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სფეროში წამოჭრილი ახალი საკითხები, ასევე გამოკვლეულია ის გამოწვევები და შესაძლებლობები, რაც მათ საერთაშორისო განვითარების თვალსაზრისით მოაქვთ.

 

 

შენიშვნები რედაქტორებისთვის

როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტო, რომელიც სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე მუშაობს, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ადამიანებს ეხმარება, რომ ხელი მიუწვდებოდეთ კონტრაცეფციასა და სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებსა და ინფორმაციაზე. ასევე, UNFPA ქალებს და გოგონებს აძლიერებს, რომ ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღონ საკუთარი სხეულის და ცხოვრების თაობაზე.

  • UNFPA-ის „მსოფლიოს მოსახლეობის მდგომარეობის“ ანგარიში,     „ჩემი სხეული მე მეკუთვნის: ავტონომიის და თვითგამორკვევის უფლების მოთხოვნა“  შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
  • ანგარიშის შემოკლებული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
  • გაეროს მოსახლეობის ფონდის შესახებ დამატებით ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: www.unfpa.org / www.georgia.unfpa.org   
  • ინტერვიუებისა და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საქართველოს ოფისის შესახებ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სალომე ბენიძეს, კომუნიკაციების ანალიტიკოსს, benidze@unfpa.org  +995 577 211 300