8 ივლისს ბიბლუსი გალერეაში კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და ორგანიზაციის “ვიზრუნოთ ერთად” თანამშრომლობით, მამებისა და შვილებისთვის საბავშვო წიგნის „ლუნა და ციცინათელების პლანეტა“ მიხედვით, ვორქშოფი გაიმართა.
ღონისძიებას წიგნის ავტორები: მწერალი დათო გორგილაძე და ილუსტრატორი თათია ნადარეიშვილი უძღვებოდნენ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი, ალანა არმიტაჯი, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელი თურქეთში, საქართველოს ოფისის დირექტორი, ჰასან მოჰთაშამი და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე.
„ლუნა და ციცინათელების პლანეტა“ ოჯახის შესახებ მოგვითხრობს, სადაც დედა და მამა თანაბრად ინაწილებენ პასუხისმგებლობას შვილებსა და საოჯახო საქმეებზე, შედეგად კი მათ ირგვლივ ჯადოსნური ამბები ხდება.
“პალიტრა L”-ის გამოცემული ეს საბავშვო წიგნი კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ მიერ, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივითა და ევროკავშირის ხელშეწყობით მომზადდა პროგრამის “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.