Go Back Go Back
Go Back Go Back

გაეროს გუნდი საქართველოში ტექნიკურ დახმარებას გაუწევს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს ახალგაზრდობის შესახებ სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის განახლების პროცესში

გაეროს გუნდი საქართველოში ტექნიკურ დახმარებას გაუწევს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს ახალგაზრდობის შესახებ სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის განახლების პროცესში

News

გაეროს გუნდი საქართველოში ტექნიკურ დახმარებას გაუწევს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს ახალგაზრდობის შესახებ სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის განახლების პროცესში

calendar_today 13 მაისი 2019

საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკა, რომელიც 2014 წელს იქნა მიღებული მონაწილეობითი პროცესის შედეგად, ადასტურებს, რომ გრძელვადიანი დემოკრატიული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით საქართველოს ახალგაზრდობა ქვეყნისათვის განსაკუთრებულ ფასეულობას წარმოადგენს. პოლიტიკა მიზნად ისახავს  ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვას.

თუმცა, დღევანდელი თაობის წინაშე მდგარი ახალი შესაძლებლობების და გამოწვევების და 2030 მდგრადი განვითარების მიზნების გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა პოლიტიკის გადახედვა და განახლება, ასევე შესაბამისი ამოცანებისა და ქმედებების განსაზღვრა.

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით, და ახალგაზრდობის საკითხებზე გაეროს  საკოორდინაციო ჯგუფის ტექნიკური დახმარებით, დაიგეგმა: ა) „საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის განვითარების სამოქმედო გეგმის 2014-2020“ განხორციელების შედეგების ანალიზი (შეფასება); ბ) ახალგაზრდულ სფეროში ჩართულ სუბიექტებს შორის კოორდინაციის გაძლიერებისთვის კონკრეტული რეკომენდაციების მომზადება; გ) საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის შემუშავება, რომელიც დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარედგინება.

ზემოაღნიშნული ამოცანების გადაჭრის პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ახალგაზრდობის საკითხებში, შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურები, ახალგაზრდები, ახალგაზრდული  არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, დარგის ექსპერტები.

გაეროს საკოორდინაციო ჯგუფი ახალგაზრდობის საკითხებზე 2019 წელს ჩამოყალიბდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივით და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მონაწილეობით.

საკოორდინაციო ჯგუფის მიზანია ახალგაზრდობის შესახებ გაეროს გლობალური სტრატეგიის  - ახალგაზრდობა 2030 - ქვეყანაში განხორციელების და ახალგაზრდულ სექტორში გაეროს საქართველოს გუნდის კოორდინირებული თანამშრომლობის ხელშეწყობა.