Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

გოგონების ძალა: შეუქცევადი და შეუჩერებელი ტალღა ნაირობისკენ მიმავალ გზაზე და მის მიღმა!

გოგონების ძალა: შეუქცევადი და შეუჩერებელი ტალღა ნაირობისკენ მიმავალ გზაზე და მის მიღმა!

Statement

გოგონების ძალა: შეუქცევადი და შეუჩერებელი ტალღა ნაირობისკენ მიმავალ გზაზე და მის მიღმა!

calendar_today 11 October 2019

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის, ნატალია კანემის განცხადება გოგონების საერთაშორისო დღესთან - 11 ოქტომბერთან დაკავშირებით

მთელი მსოფლიოს გარშემო, გოგონები ამსხვრევენ გენდერულ სტერეოტიპებს და თავს აღწევენ ტრადიციული როლებს, რომელიც წინა თაობებისგან გადმოეცათ. სულ უფრო და უფრო მეტი გოგონა ეუბნება უარს ადრეულ ქორწინებას და ამ საზიანო პრაქტიკისთვის წერტილის დასასმელად იბრძვის. ისინი იცავენ საკუთარ უფლებას დარჩნენ სკოლაში, დაასრულონ სწავლა და ძალადობისა და ტკივილისაგან თავისუფლებმა იცხოვრონ. ისინი მოგვიწოდებენ გადავდგათ ქმედითი ნამიჯები კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად და უფრო სამართლიანი, თანასწორი და მდგრადი საზოგადოების ასაშენებლად შრომობენ. 
დღეს, როცა გოგონების საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ, მოდით, დავდგეთ მათ გვერდით. მივცეთ მოზარდ გოგონებს საჭირო ინფორმაცია და მხარდაჭერა, რაც მათ ზრდასრულობაში უსაფრთხოდ გადასვლას უზრუნველყოფს. მოვუსმინოთ გოგონების ხმებს, პატივი ვცეთ მათ უფლებებს და არჩევანს. 
როცა გოგონები იღებენ ასაკზე მორგებულ ცოდნას მათი სხეულისა და ურთიერთობების შესახებ, ისინი უკეთესად ახერხებენ თავიდან აირიდონ არასასურველი ორსულობა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, მათ შორის, HIV. მათ საშუალება ეძლევათ არ გადაუხვიონ არჩეულ გზას, დაასრულონ სწავლა და შეიძინონ ის უნარ-ჩვევები, რომელიც ღირსეული სამუშაოს პოვნასა და საკუთარი პოტენციალის სრულ რეალიზებაში დაეხმარებათ. ეს ცვლის გოგონების ცხოვრებას, ეს ცვლის საზოგადოებას. სხვადასხვა სფეროში გოგონების გაძლიერება ეხმარება ქვეყნებს საფუძველი ჩაუყარონ აღმასვლას და კეთილდღეობას და, ასევე, მიიღონ ეკონომიკური ზრდის დემოგრაფიული დივიდენდი. 
სწორედ ეს და სხვა საკითხები იქნება დღის წესრიგში ნოემბერში, ნაირობის სამიტზე, რომელიც ICPD25-ს ეძღვნება და რომელსაც კენიისა და დანიის მთავრობები UNFPA-სთან თანამშრომლობით მართავენ. სამიტზე მთავრობები, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, თემის ლიდერები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვები, კიდევ ერთხელ აიღებენ ვალდებულებას იმ მიზნების მისაღწევად, რომელიც 1994 წელს, კაიროს მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე, 179 მთავრობის წარმომადგენელმა დაისახა. ეს მიზნები მოიცავს გოგონების განათლებისა და ჯანმრთელობის უფლების რეალიზებას, ბავშვთა ქორწინების, ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების და სხვა საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრას, და მოზარდებისა და ახალგაზრდების განსაკუთრებილი საჭიროების უზრუნველყოფას - ხელი მიუწვდებოდეთ ინფორმაციასა და სერვისებზე  რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში.

ჩვენ, გაეროს მოსახლეობის ფონდში, გვჯერა, რომ გოგონებს შესწევთ ძალა, პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ სხეულზე, დაწერონ საკუთარი ისტორია და წარმართონ საკუთარი ცხოვრება. ჩვენი გლობალური სტრატეგია მოზარდებისა და ახალგაზრდების განვითარების შესახებ -  „ჩემი სხეული, ჩემი ცხოვრება, ჩემი სამყარო“  არის ჩვენი ხმა, რომლითაც ახალგაზრდების მხარდამხარ ვუერთდებით მარშს ნაირობისკენ.
გაისად მსოფლიო ასევე აღნიშნავს პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის 25 წელს, რაც კიდევ ერთი ქვაკუთხედია გოგონების უფლებებისა და არჩევანის უზრუნველყოფისკენ მიმავალ გზაზე. 
ჯერ კიდევ შეუსრულებელია არაერთი დაპირება, რომელიც მთავრობებმა გოგონებს კაიროსა და პეკინში მისცეს. აღებული ვალდებულებების კვალდაკვალ, ჩვენ შევქმნით გარემოს, სადაც გოგონები თავიანთ ოცნებებს რეალობად გარდაქმნიან და იქცევიან პროგრესის მამოძრავებელ, შეუჩერებელ ძალად, ძალად, რომელსაც, ჩვენი ღრმა რწმენით, სწორედ ისინი წარმოადგენენ.