Go Back Go Back
Go Back Go Back

ახალგაზრდული ფორუმი

ახალგაზრდული ფორუმი

News

ახალგაზრდული ფორუმი

calendar_today 02 December 2022

Head of UNFPA CO Lela Bakradze addressing the audience during the Youth Forum
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

2 დეკემბერს, ბოლნისის მუზეუმში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელთან“ ერთად, ახალგაზრდებთან, ადგილობრივ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, ახალგაზრდული ფორუმი გამართა. 

ფორუმზის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ბოლნისის მუნიციპალტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ.

ფორუმის მიზანია შექმნას დიალოგის სივრცე ახალგაზრდებსა და ადგილობრივი თვითმართველობისა და სამოქალაქო საზოგადობის წევრებს შორის, რაც ხელს შეუწყობს  ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავება-განხორციელების პროცესში გათვალისწინებას და მათი საკვანძო როლის აღიარებას უფრო თანასწორი, ჰარმონიული და მდგრადი საზოგადოების მშენებლობის პროცესში. 

ახალგაზრდული ფორუმი ნაწილია ინიციატივისა „ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის“, რომელისაც გაეროს მოსახლეობის ფონდი „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელთან“ ერთად  ქვემო ქართლის რეგიონში ახორციელებს. 

ფორუმი გაიმართა პროგრამის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ (EVAWGG) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.