Go Back Go Back
Go Back Go Back

UNFPA განაგრძობს თანამშრომლობას საქსტატთან 2024 წლის საყოველთაო აღწერის პროცესში

UNFPA განაგრძობს თანამშრომლობას საქსტატთან 2024 წლის საყოველთაო აღწერის პროცესში

News

UNFPA განაგრძობს თანამშრომლობას საქსტატთან 2024 წლის საყოველთაო აღწერის პროცესში

calendar_today 04 June 2024

Head of UNFPA Georgia Country Office, Mariam Bandzeladze is standing at a microphone. She has short curly hair and glasses
ფოტო: საქსტატი

2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერას იწყებს. 

საქსტატს აღწერის პროცესის წარმართვასა და მონაცემების ანალიზში ტექნიკურ დახმარებას გაუწევს გაეროს მოსახლოების ფონდი (UNFPA), რომელიც 2002 წლიდან უჭერს მხარს საყოველთაო აღწერის ჩატარებას საქართველოში.

A bunch of people sitting on the chairs indoors. There are several cameras in the room too

საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ აღწერის შედეგად მიღებული იქნება უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნობის, მათი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საარსებო წყაროებისა და საცხოვრისების შესახებ. ამასთან ერთად, სასოფლო–სამეურნეო კომპონენტის მეშვეობით, შეგროვდება მონაცემები შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ.

Director of Geostat Gogita Todradze is standing in front of a large screen in front of people

გაეროს მოსახლოების ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, მარიამ ბანძელაძის თქმით, „სწორედ მონაცემთა ხარისხიანად შეგროვება და ანალიზი უნდა წარმოადგენდეს ყველა პოლიტიკის საფუძველს.“

„ჩვენი მიდგომა ეფუძნება 1994 წლის მოსახლეობისა და განვითარების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის ხედვას, რომელიც ხაზს უსვამს კავშირს მოსახლეობას, განვითარებასა და ადამიანების ინდივიდუალურ კეთილდღეობას შორის, და ადამიანის უფლებებს განვითარების ცენტრში აყენებს, რაც დემოგრაფიულ მდგრადობაზე საუბრისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამ ხედვის კვალდაკვალ, ჩვენ განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას საქსტატთან და ტექნიკური დახმარების გაწევას როგორც აღწერის პროცესის წარმართვის, ასევე მონაცემთა ანალიზის მიმართულებით“ - აღნიშნავს მარიამ ბანძელაძე. 

აღწერის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო - 2026 წლის ივნისში.