Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

Covid-19 და ვაქცინაცია წამახალისებელი და შემაფერხებელი ფაქტორები ახალგაზრდებს შორის

Covid-19 და ვაქცინაცია წამახალისებელი და შემაფერხებელი ფაქტორები ახალგაზრდებს შორის
Covid-19 და ვაქცინაცია წამახალისებელი და შემაფერხებელი ფაქტორები ახალგაზრდებს შორის

Publisher

Number of pages

52

Author

ქეთევან გომელაური

Publication

Covid-19 და ვაქცინაცია წამახალისებელი და შემაფერხებელი ფაქტორები ახალგაზრდებს შორის

Publication date

28 March 2022

Download Icon

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ მხარდაჭერილი კვლევა - COVID-19 და ვაქცინაცია: წამახალისებელი და შემაფერხებელი ფაქტორები ახალგაზრდებს შორის- მიზნად ისახავს COVID-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებულ გამოწვევათა ანალიზს ქცევითი მეცნიერების ჭრილში. შესაბამისად, კვლევის ფარგლებში შეფასდა ფაქტორები, რომლებიც 18-29 წლის ახალგაზრდებს უბიძგებს COVID-19-ის ვაქცინით აცრისა ან მასზე უარის თქმისკენ; ამასთან, გამოვლინდა ის ასპექტებიც, რომლებიც გავლენას ახდენს მათი დამოკიდებულებებისა და წარმოდგენების ფორმირებაზე ვაქცინაციის მიმართ და, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებაზეც. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ შეთქმულების თეორიებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს COVID-19-ის ვაქცინაციის პროცესზე ახალგაზრდებში. აღსანიშნავია, რომ გავლენას ახდენს არა მხოლოდ ვაქცინებთან, არამედ უშუალოდ ვირუსთან დაკავშირებული მითებიც. ახალგაზრდებს, რომელთაც ვირუსის ხელოვნურად გამოყვანის სჯერათ, ნაკლებად
აინტერესებთ ვაქცინების შემადგენლობაც და ზემოთ ხსენებული მითებიც, ისინი იმთავითვე არ ენდობიან ვაქცინებს და დარწმუნებულნი არიან, რომ მათი არსებობა კონკრეტულ მიზანს ემსახურება, ისევე, როგორც თვითონ ვირუსი. გამოიკვეთა, რომ გეგმიური ვაქცინაციის მიმართ მიმღებლობა საკვლევ პოპულაციაში არ განაპირობებს მიმღებლობას ახალი ვაქცინების მიმართ, მაშინ, როდესაც ზოგადად, ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებით გამორჩეული რესპონდენტები არც გეგმიურ ვაქცინაციას მიმართავენ და არც COVID-19-ის ვაქცინაციას.