Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

კაცების ჩართვა პრენატალურ მოვლაში

კაცების ჩართვა პრენატალურ მოვლაში
კაცების ჩართვა პრენატალურ მოვლაში

Publisher

Number of pages

25

Author

გაეროს მოსახლეობის ფონდი

Publication

კაცების ჩართვა პრენატალურ მოვლაში

Publication date

20 December 2021

Download Icon

ჯანდაცვის სექტორი მნიშვნელოვანი რგოლია ოჯახზე მზრუნველობაში მამების ადრეულ ეტაპზე ჩართვის ხელშესაწყობად. თუმცა, როგორც წესი, ჯანმრთელობის სერვისების მიმწოდებლები, უმთავრესად, დედებსა და ბავშვებზე არიან ორიენტირებულნი და არც თუ ისე ხშირად ამახვილებენ ყურადღებას პროცესებში კაცის - როგორც მშობლის, ქალის პარტნიორისა და დედასა და ბავშვზე ზრუნვაზე პასუხისმგებელი პირის - ჩართვაზე. 

კაცების მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად, საჭიროა გენდერულად მგრძნობიარე მიდგომების გამოყენება მაშინ, როდესაც კაცი ესწრება პრენატალურ კონსულტაციას. იმ შემთხვევაში, თუ ქალს არ სურს, რომ მისი პარტნიორი დაესწროს პრენატალური მეთვალყურეობით გათვალისწინებულ ვიზიტებს, სასურველია ამის მიზეზის დადგენა იმგვარად, რომ ხაზი გაესვას ქალის გადაწყვეტილებისადმი პატივისცემას. 

დოკუმენტი მომზადდა პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით. 

წინამდებარე დოკუმენტი მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მისი შინაარსი წარმოადგენს ავტორის პასუხისმგებლობას და შესაძლოა, არ ასახავდეს ევროკავშირის ხედვას.