თქვენ აქ ხართ

მონიტორინგისა და შეფასების წინამდებარე ჩარჩო მომზადდა „ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭებისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის“ პროგრამის გარგლებში, რომელსაც ახორციელებს გაეროს მოსახლეობის ფონდი, და რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. წინამდებარე დოკუმენტის მთავარ მიზანს წარმოადგენს მსოფლოსათვის გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკის მონიტორინგისა და შეფასების ჩარჩოს შეთავაზება. წინამდებარე ჩარჩო, პირველ რიგში, განკუთვნილია საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭების პრევენციის პროგრამების მონიტორინგსა და შეფასებაზე პასუხისმგებელი პირებისათვის, რომლებშიც მოიაზრება სხვადასხვა დაინტერესებული პირები.